დიდი ბრიტანეთის ნიუქსალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, GSK Stiefel-სთან თანამშრომლობით, გამოავლინეს რამდენიმე სახის ცილა და მოლეკულური გზები, რომლებიც კანის ამ პრობლემას იწვევს. ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს მჭიდრო კავშირი კანში ცილა ფილაგრინის უკმარისობასა და ეგზემის გაჩენას შორის.
ეგზემა საშინელი დაავადებაა, რომელიც მთელ ცხოვრებას წამლავს.
ფილაგრინი ხელს უწყობს კანის ცალკეული უჯრედების გაჩენას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბარიერულ ფუნქციაში. კანში ცილა ფილაგრინის პროდუქციის უნარის დაქვეითება არღვევს კანში ცხიმის შემცველობას და ხელს უწყობს კანიდან წყლის დაკარგვას. შედეგად ირღვევა კანის ბარიერი, რაც ხელს უწყობს ალერგენების და სხვა გამაღიზიანებელის ფაქტორების კანში შეღწევას და ანთების განვითარებას.
მეცნიერებმა მექანიზმების გამოსავლენად ცოცხალი კანის სამგანზომილებიანი ლაბორატორიაში შექმნილი ექვივალენტი გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ფილაგრინის უკმარისობა კანში ცილების სხვა 17 სახეობასა და მნიშვნელოვან რეგულატორულ მექანიზმებში იწვევს ცვლილებებს.
არსებობს უამრავი კრემი და ლოსიონი, რომლებიც ამსუბუქებს მდგომარეობას, თუმცა ეგზემის სამუდამო განკურნება შეუძლებელია.
ასეთი კვლევები კი მეცნიერებს ეხმარება მეთოდების შემუშავებაში, რათა მომავალში მხოლოდ სიმპტომების ჩახშობა კი არა მისი განკურნება მოხდეს.