რა იწვევს ორგანიზმში მარილების დაგროვებას?
ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში უხსნადი მარილების დაგროვება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე ხდება სახსართა დისტროფიული ანუ გადაგვარებითი დაავადების – ართროზის დროს. ეს დაავადება მეტად გავრცელებულია მოხუცებში, მაგრამ, ხშირად გვხვდება მოწიფულობის ასაკშიც.
ამ დაავადების განვითარებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობის აქტიურობის შენარჩუნებას და კვების რაციონს, ასევე გარკვეულ ხალხურ რეცეპტებს.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას, რათა თავიდან აიცილოთ მარილების დაგროვება:
1. დღეში რამოდენიმეჯერ დაასვენეთ ფეხები, 10 გრადუსით მაღლა აწიეთ 20–30 წუთის განმავლობაში. ასე ხელს შეუშლით სისხლის შეგუბებას და ვარიკოზული ვენების გაჩენას.
2. 1 ჭიქა ცივ წყალში გახსენით 1/2 ჩ.კ. მარილი და ამ სითხით დაიბანეთ ყოველ დილით თვალები.
3. ეცადეთ, რომ კვების რაციონში ჭარბობდეს ბოსტნეული, ხილი და რძის პროდუქტები, განსაკუთრებით ხაჭო.
4. ქვედა კიდურებში მარილების დაგროვებისგან გამოწვეულ ტკივილს ვირისტერფას ფოთლები დაგიამებთ. ახლად დაკრეფილი ფოთლები დაიფინეთ მთელს ტერფზე და ჩაიცვით წინდები. (გაიჩერეთ მთელი დღის მანძილზე)
5. ძილის წინ დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟები ისეთი ძალით, რომ იგრძნოთ მსუბუქი ტკივილი.
6. ძვლებიდან არასასურველი მარილების გამოსადევნად კარგია მზესუმზირის ფესვების ნახარში. შეგიძლიათ ყოველ შემოდგომაზე ჩაიტაროთ ეს 30 დღიანი კურსი. თავადვე იგრძნობთ მოძრაობის სიმსუბუქეს და ტკივილებიც იკლებს. დაელოდეთ მანამ, სანამ შარდი წყალივით გამჭვირვალე არ გახდება და მასში მარილი არ გაქრება.
შეაგროვეთ ფესვების სქელი ნაწილები. მოაშორეთ ბუსუსებიანი ბოლქვები, გარეცხეთ და გააშრეთ ჩვეულებრივად.
ემალირებულ ჭურჭელში ჩაასხით 3 ლ. წყალი და ჩაყარეთ 1 ჭიქა ფესვი, ადუღეთ 1–2 წუთი. მიღებული ჩაი უნდა დალიოთ 2–3 დღის განმავლობაში. მესამე დღეს იგივე ფესვები იგივე რაოდენობის წყალში უკვე 10–15 წუთი ხარშეთ და ისევ 2–3 დღის განმავლობაში დალიეთ. ხოლო 6 დღეს ახლიდან იწყებთ იგივეს განმეორებას ახალი ფესვით და ასე გააგრძელეთ 1 თვე.
მზესუმზირის ჩაის მოხმარებისას თავი შეიკავეთ ცხარე, ძალიან მარილიანი და ძმრიანი საკვებისგან.
ჯანმრთელობას გისურვებთ !