გაინტერესებთ რა იწვევს პიგმენტური ლაქების გაჩენას და როგორ დავიზღვიოთ თავი მათი გაჩენისგან? გაიგეთ აქ…

რატომ ჩნდება კანზე პიგმენტური ლაქები

პიგმენტური ლაქა კანის ჰიპერპიგმენტაციის შედეგია. ჰიპერპიგმენტაცია არის კანის ფერის შეცვლა, რის შედეგადაც ვითარდება მუქი ლაქები ან ლაქები. დაზარალებული ადგილი უფრო მუქი ჩანს, ვიდრე კანის დანარჩენი ნაწილი. პიგმენტური ლაქები ძირითადად ჩნდება კანის დაბერების დროს მაშინ,  როცა კანს აღარ შეუძლია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების  შემდგომ აღდგენა. მისი შეფერვა დამოკიდებულია კანში პიგმენტ მელანინის სწორ გამომუშავებაზე, რადგან ზედმეტი მელანინის გამომუშევებისას ის ეშვება თქვენი კანის ღრმა დონებში და იწვევს ჰიპერპიგმენტაციას. ეს უარესდება მზის ზემოქმედებით.

იტვირთება

ლაქები არის სხვადასხვა ზომისა და ფორმისა, ყავისფერი ან ყვითელი შეფერილობით, რომლებიც განსხვავებულია კანის ჩვეულებრივი ფერისგან.  ისინი, ძირითადად, თავს იჩენენ სახის, კისრის, ხელებისა და გულმკერდის მიდამოზე. ლაქების არსებობის შემთხვევაში, კანი ხდება უფრო უხეში.

სხეულზე პიგმენტური ლაქების გაჩენა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:


– მედიკამენტების, მათ შორის კონტრაცეპტივის მიღება

– ხშირი გარუჯვა და მზის ინტენსიური სხივების ზემოქმედება

– უხარისხო / არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება

– ჰორმონალური ნივთიერებათა ცვლის პროცესი

– გენეტიკური მდგომარეობა

– კანის ტრავმული დაზიანება

– ფეხმძიმობა

იტვირთება

თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, ლაქების გაჩენის მაპროვოცირებელია შინაგანი ორგანოების პათოლოგიები, როგორებიცაა:

– ღვიძლის დაავადება

– თირკმლის პრობლემები

– კანის სოკოვანი პათოლოგიები

ექიმთან დროული ვიზიტი თავიდან აგაცილებთ მკურნალობის უსიამოვნო პროცესს და ზრდის პიგმენტური ლაქების სრულად მოშორების შესაძლებლობას. თავდაპირველად უნდა მოხდეს გამომწვევი მიზეზის დადგენა.

იმისთვის რომ თავი დაიზღვიოთ სხეულზე პიგმენტური ლაქების გაჩენისგან ან პროცესის გამწვავებისგან ჩვენ გირჩევთ:

– მიიღეთ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალი და ჯანსაღი საკვები

– თავი დაიცავით მზის სხივებისგან მაღალი SPF შემცველი კოსმეტიკური საშუალებებით

– გამოიკვლიეთ თანმდევი დაავადებები

ჯანმრთელობას გისურვებთ !

 

 

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
გაინტერესებთ რა იწვევს პიგმენტური ლაქების გაჩენას და როგორ დავიზღვიოთ თავი მათი გაჩენისგან? გაიგეთ აქ…
გნებავთ სახის კანიდან მკვდარი უჯრედების მოცილება და კანის გააღალგაზრდავება სახლის პირობებში? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა…