ღრმა ჭრილობის და წყლულების სამკურნალოდ გამოიყენეთ ნივრის მალამო

 

ნივრის სამკურნალო თვისებებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. უფრო მეტად ნიორი გაციების სამკურნალო საშუალებადაა ცნობილი, მაგრამ გარდა ამისა ის წყლულებისა და ჭრილობის სამკურნალოდაც იდეალურია.

დღეს ჩვენ გასწავლით როგორ დაამზადოთ სახლის პირობებში მალამო, რომელიც გამოიყენება ღრმა ჭრილობების და ტროპიკული წყლულის სამკურნალოდ.

დაგჭირდებათ:  1 თავი ნიორი

3/4 ჩაის ჭიქა მცენარეული ან ზეითუნის ზეთი

1 ცალი თაფლის სანთელი

მომზადების წესი:

მალამო უნდა დაამზადოთ მომინანქრებულ ქვაბში. გაარჩიეთ 1 თავი ნიორი და დაჭერით წვრილად, მოათავსეთ ქვაბში და დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მიღებული მასა ადუღეთ იქამდე, სანამ წყალი ორჯერ არ შემცირდება. მიღებული სითხე გადაწურეთ, დაუმატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეთი და გამდნარი თაფლის სანთელი. ურიეთ იქამდე სანამ არ მიიღებთ არაჟნისებურ მასას.

მალამო დღეში 2-3 ჯერ უნდა წაისვათ დაზიანებულ ადგილზე.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
ღრმა ჭრილობის და წყლულების სამკურნალოდ გამოიყენეთ ნივრის მალამო
ძილის პრობლემას, რომელსაც მედიკამენტებითაც კი ვერ უშველეთ, ამ მარტივი სავარჯიშოებით მოაგვარებთ