კანის და ფრჩხილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა ეპიდერმოფიტია. ის უმეტესად ვრცელდება საშხაპეებში, აბანოებში, აუზზე, საერთო ფეხსაცმლის, წინდების, მაკრატლის, დასაბანი ღრუბლების გამოყენებით.
ეპიდერმოფიტიის წარმოშობას ხელს უწყობს ბრტყელტერფიანობა, მუდმივად რეზინის ფეხსაცმლის გამოყენება, კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ომატებული ოფლიანობა, კანის დაზიანება, წინდების, გარემოს მაღალი ტემპერატურა ან ტენიანობა და სინთეტიკური ქსოვილის გამოყენება.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე რეცეპტს, კანისა და ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ.
1. წაისვით ყოველდღე ლეღვის ეთერზეთი დაზიანებულ ადგილზე ან დაიდეთ დღეში 1–2 ჯერ ლეღვის ნაყოფისა და ფოთლების ფაფა.
2. ძალიან კარგია აბაზანები ვარდის ფურჩლებით, ბეგქონდარას ბალახით, კამით, კოთხუჯის ფესვებით ან ლავანდის მიწისზედა ნაწილით.
3. ასევე კარგია საკვები სოდა. 1 ს.კ. სოდა გახსენით ცოტაოდენ ოთახის ტემპერატური წყალში. მიღებული მასით გაიწმინდეთ დაზიანებული ადგილები და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის ბოლოს, სუფთა და მშრალ დაზიანებულ ადგილზე დაიყარეთ პუდრი ან სახამებელი.
4. ალვის ხისა და არყის ხის კვირტებს დაასხით სპირტი ან არაყი, თანაფარდობით 1/10. დადგით 7 დღე გრილ და ბნელ ადგილზე, შემდეგ გადაწურეთ. გამოიყენეთ დაზიანებულ ადგილებზე ლოსიონის სახით.
5. უმი ხახვის ფაფაც ეფექტურია. აირეთ 1 ხახვი, დააბლენდერეთ და დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე 5–10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2–3 ჯერ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ველური ნიორი ან ღანძილი.
6. კარგია ქრისტესსისხლას წვენი, ფაფა და აბაზანაც. ფაფა უნდა დაიდოთ დაზიანებულ ადგილზე 20–30 წუთის მანძილზე და ჩამოიბანოთ თბილი წყლით. წვენი უნდა წაისვათ დაზიანებულ ადგილებზე. რაც შეეხება აბაზანას, 3 მუჭა ქრისტესსისხლას უნდა დაასხათ 3 ლ. მდუღარე წყალი, გააჩეროთ 30 წუთი და შემდეგ 20 წუთით ჩააწყოთ ფეხები. (წყლის შესათბობად შეგიძლიათ ჩაიმატოთ ხოლმე ცხელი წყალი)
7. ასევე კარგია რძიანა . 1 სათლ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 3–4 მუჭა ფოთლები და ღეროები. გააჩერეთ 1 საათით და შემდეგ ჩააწყვეთ ხელები და ფეხები 1–15 წუთით, 3–5 დღის განმავლობაში. რძიანას წვენი კი წაისვით დღეში ორჯერ 1კვირის მანძილზე.