როგორ მოვიშოროთ შეშუპება სახლის პირობებში?

შეშუპება, ესაა სიმპტომი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის როგორც სერიოზულ ასევე უწყინარ პრობლემაზე.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ თუ როგორ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი.

რა იწვევს შეუშეპაბს

ყველაზე ნაკლებ სერიოზულ მიზეზებს მიეკუთვნება– მარილიანი საკვების მიღება, ფეხმძიმობა ან სიცხე.

თუმცა შეიძლება ეს ყოველივე იყოს გამოწვეული გულ–სისხლძარღვთა სისტემის და თირკმელების დაავადების ბრალი.

თუკი ჯანმრთელობის მხრივ გაქვთ რაიმე პრობლემა, ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ ექიმთან გაიროთ კონსულტაცია. თუ იცით რომ ეს ყოველივე თქვენი ცხოვრების სტილის ბრალია, მაშინ სცადეთ მისი შეცვლა…

სრულყოფილი ძილი

ძილის უკმარისობა ერთ–ერთი მიზეზია სხეულის შეშუპებისა. რადგან ასეთ დროს ირღვევა თირკმლის ნერვების მუშაობა, რომელიც პასუხს აგებს ორგანიზმში წყლის ბალანსის დარეგულირებაზე. იმისთვის , რომ ეს არ მოხდეს საშუალოდ 8 საათი უნდა გამოვიძინოთ.

დაბალანსებული კვება

ორგანიზმს ჭარბი სითხის მოცილებაში დაეხმარებით,  თუ რაციონში ნიახურს, ანანასს, ლეღვს, გარგარს, კვერცხს, ჭარხალსა და სკუმბრიას ჩართავთ. ასევე მოერიდეთ ჭარბი მარილის გამოყენებას.

სტრესი

კორტიზოლი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლები სტრესულ მდგომარეობაზე რეაქციის სახით გამოყოფს, ზრდის ქსოვილებში სითხის შეკავებას. სწორედ ამიტომ სტრესი ძალიან ნეგატიურ გავლენას. ეცადეთ მოდუნდეთ,  ისწავლეთ მოდუნება მედიტაციის, სულიერი პრაქტიკების ან  სწორი სუნთქვის გამოყენებით.

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვიშოროთ შეშუპება სახლის პირობებში?
ერთ კვერცხს შეუძლია გულის შეტევა თავიდან აგაცილოთ. ნახეთ, როგორ…