აუცილებლად ჩაიწერეთ ეს 7 რეცეპტი! მკურნალი თქვენი სამზარეულოდან…

ჯანჯაფილი იგივე კოჭა ხსნის გაღიზიანებას და დაღლილობას. იყენებენ თავის ტკივილის, გრიპის, შაკიკის და სხვა და სხვა დაავადებების დროს, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებას. ის ასევე ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

1. ჩიყვი

ეს საშუალება ჩიყვის მკურნალობაში დაგეხმარებათ. 1 ს.კ. ადუღებულ რძეს დაუმატეთ 1 ჩ.კ. კოჭას ფხვნილი.  ეს ხსნარი შეგიძლიათ გამოივლოთ ყელში ან გაიკეთოთ კომპრესები. (კოჭას ნაცვლად კურკუმასაც იყენებენ)

2. თავბრუსხვევა

ამ მარტივი რეცეპტის წყალობით, თავბრუსხვევა აღარ შეგაწუხებთ. 0,5 ლ. მდუღარე წყალი ჩაასხით თერმოსში და დაუმატეთ, 1 ჩ.კ. კოჭა (გახეხილი ან ხმელი), 1 ჩ.კ. პიტნის დაქუცმაცებული ფოთლები. დააყენეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ.ეს სასმელი მიიღეთ მცირე ყლუპებით.

3. ძლიერი ხველა


1 ლიტრ წყალში ჩაყარეთ, 15–15 გრ. სანელებლები: კოჭა, ილი, მიხაკი და დაფნის ფოთოლი. დაუმატეთ 150 გრ, საქარი ან თაფლი. მირებული ნარევი 10–15წუთი ადუღეთ, გადაწურეთ  და შემდეგ მიირთვით. სასარგებლოსთან ერთად, საკმაოდ გემრიელი და არომატული ჩაი გამოდის.

4. ჭარბი წონა

ჩაასხით თერმოსში 2 ლ. მდუღარე წყალი. ჩაყარეთ შიგნით კოჭა, დაახლოებით 4–5 სმ. თხელ ნაჭრებად დაჭრილი და 2 კბილი ნიორი. დააყენეთ 1,5 საათი, გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში ჭამის წინ. აუცილებელია ყოველდღე ახალი ნაყენის მომზადება. აქვეიტებს მადას და ხელს უწყობს კალორიების წვას.

5. კოჭათი გათბობა

გაასუფთავეთ 250 გრ. კოჭა და ხარშეთ იქამდე, სანამ არ დაიწყებს წვენის გამოღებას. შემდეგ გადაახვიეთ ქსოვილში და დაიდეთ პრობლემურ ადგილზე. ეს დაგეხმარებათ სახსრების და კუნთების ტკივილის დროს. იწვევს იმ ადგილის გახურებას რაც ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას.

6. ასთმა

გაასუფთავეთ და გახეხეთ 400 გრ. კოჭა. ჩაყარეატ ბოთლში და დაუმატეთ სპირტი. 2 კვირის მანძილზე უნდა დაოთ მზიან ადგილზე და პერიოდულად შეანჯღრიოთ. 2 კვირის შემდეგ გადაწურეთ, მიიღებთ ყვითელი ფერის ნაყენს. მიიღეთ დღეში ორჯერ: 1 ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ნაყენი და მიიღეთ საკვების მიღების შემდეგ. დრო და დრო 2–3 დღიანი შესვენებები გააკეთეთ.

7. ქოშინი

დაჭერით 400 გრ. ღორის თირკმელი, დაუმატეთ 20 მლ. კონიაკი, 1 დაჭრილოი ხახვი და 3 გრ. კოჭას ფხვნილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და დადგით  30 წუთით თავდახურულ ჭურჭელში. დროის გასვლის შემდეგ დაუმატეთ 100 გრ. ნიგოზი და ტაფაზე შეწვით 20–30 წუთით ზეთთან ერთად. ბოლოს დაუმატეთ 100 გრ. კვერცხის ცილა. მიღებული კერძი ორ ნაწილად გაყავით და მიიღეთ დღეში ორჯერ, დილით უზმოზე და ძილის წინ. გაიმეორეთ 15 დღე.

შეაფასეთ სტატია
აუცილებლად ჩაიწერეთ ეს 7 რეცეპტი! მკურნალი თქვენი სამზარეულოდან…
honeybee-ის სურათის შედეგი
ქიშმიში და წყალი ღვიძლის გაწმენდაში დაგეხმარებათ