გაწუხებთ კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები ან სპაზმი? გაიგეთ მიზეზი თუ რატომ ხდება ეს…

კუნთების სპაზმი არის,  კუნთების ან კუნთების ჯგუფის უნებლიე შეკუმშვა. გრძელდება ხანგრძლივი დროით და იწვევს ძლიერ ტკივილს.

კრუნჩხვების მიზეზები შეიძლება იყოს: პერიფერიული ნერვ–კუნთოვანი დაავადებები, ნერვის ჰიპერაქტიურობა,  მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი.

ჩვენ გაგაცნობთ იმ მინერალების ჩამონათვალს, რომლებიც იწვევენ კუნთების კრუნჩხვებს, სპაზმებს და ტკივილს. ასევე გეტყვით თუ რომელი პროდუქტებია საუკეთესო წყარო ამა თუ იმ მინერალების დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

მინერალები, რომელთა დეფიციტიც კუნთების სპაზმს იწვევენ: მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმინატრიუმი.

მაგნიუმი

მაგნიუმი კუნთების შეკუმშვის ნაწილია. მაგნიუმის დეფიციტი კუნთების სპაზმს და ტკივილს იწვევს. ის მნიშვნელოვანი მინერალია ადეკვატური ნერვული აღგზნებადობის და კუნთების შეკუმშვისთვისთვის. მან ელექტროლიტებთან სრულყოფილი ბალანსი უნდა შექმნას.

კალიუმი

მისი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ კუნთების შეკუმშვით გამოწვეული ნერვული იმპულსების შეწყვეტის შემდეგ კუნთების მოდუნება უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ იწვევს კალიუმის დეფიციტი კრუნჩხვებს და კუნთების ტკივილის. ის უჯრედული ოსმოსური ბალანსის რეგულირებას ანუ უჯრედების შიგნით და გარეთ ნივთიერებების კონცენტრაციაში მონაწილეობს.

კალციუმი

კალციუმი კუნთების შეკუმშვის პროცესში მთავარი მინერალია. ამ მინერალის დაბალი დონე კუნთებს აღიზიანებს, რაც კუნთების სპაზმს იწვევს. (განსაკუთრებით ზურგის და ფეხის კუნთების)

ნატრიუმი

ნატრიუმის დეფიციტი კუნთების მემბრანის ორივე მხარეს იონების დეფიციტის ხელს უწყობს. ეს უჯრედების მუშაობას ამცირებს და კუნთების სპაზმისკენ უფრო მიდრეკილს ხდის.

როგორ ავიცილოთ თავიდან კუნთის ტკივილი და კრუნჩხვები?

გაგაცნობთ პროდუქტების ჩამონათვალს,რომლებიც  საუკეთესო წყაროა ამა თუ იმ მინერალების დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

მაგნიუმის წყაროები:

მაგნიუმის ათვისებას ალკოჰოლი საკმაოდ უშლის ხელს. კალციუმი, ცხიმი და D ვიტამინი კი პირიქით, ხელს უწყობს მის ათვისებას.
მაგნიუმის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროებია: უმი ბოსტნეული,შოკოლადი, კაკაო, სეზამი, სიმინდი, კაკალი (თხილი, ფისტაშკები, ნუში და სხვა)

კალიუმის წყაროები:

ხილ–ბოსტნეული კალიუმის მნიშვნელოვანი წყაროა – ავოკადო, კივი, გარგარი, ბანანი, ციტრუსი, კარტოფილი, პომიდორი, გოგრა და ბროკოლი.
ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო კი არის ხორცი – საქონლის, ქათმის და თევზი (ორაგული, ვირთევზა და სარდინი)

კალციუმის წყაროები:


კალციუმის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა თევზი (ორაგული, ანჩოუსი და სარდინი)
ასევე ბოსტნეული – კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, მანგოლდი, ისპანახი, წიწმატი, ხახვი და ბროკოლი. პარკოსნები – თურქული ბარდა, ოსპი, ლობიო.
კალციუმით განსაკუთრებით მდიდარია კვერცხი და კაკალი, ნუში, სეზამი, მზესუმზირას და გოგრის თესლი.

ნატრიუმის წყაროები:

ნატრიუმი შედის მარილის შემადგელობაში.  განსაკუთრებით დიდი შემადგენლობაა ჰიმალაის მარილში.

ამიტომ გირჩევთ ეცადოთ მიყვეთ სწორი კვების რეჟიმს. განსაკუთრებით ცხელი სეზონის ან ინტენსიური ვარჯიშის დროს. ამ დროს ოფლის შედეგად წყლის და ელექტროლიტების რაოდენობა მკვეთრად მცირდება.

შეაფასეთ სტატია
გაწუხებთ კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები ან სპაზმი? გაიგეთ მიზეზი თუ რატომ ხდება ეს…
ნიშნები, რომელიც თქვენს ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე მიუთითებს…