თქვენ უკვე სახლის პირობებში შეგიძლით დაადგინოთ კუჭის მჟავიანობის დონე!

კუჭის მჟავიანობის მდგომარეობაზე ბევრი სერიოზული დაავადების განვითარებაა დამოკიდებული. უმეტესობა კი ამ საკითხს ზედაპირულად უყურებს და არ ანიჭებს დიდი მნიშვნელობას. მჟავიანობა შეიძლება იყოს დაბალი ან მაღალი.

თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ დაადგინოთ მჟავიანობის დონე, ყოველგვარი სპეციალური აღჭურვილობისა და  დიაგნოსტიკური პროცედურების გარეშე.

ჩვენ გაგაცნობთ თუ რას ნიშნავს კუჭის მჟავიანობა და როგორ დავადგინოთ მისი დონე სახლის პირობებში.

რას ნიშნავს კუჭის წვენის მჟავიანობა


კუჭის წვენი შეიცავს მარილმჟავას, რომელიც ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციას ასტიმულირებს.

ხელს უწყობს ცილების გამოყოფას.

ანეიტრალებს საკვებიდან მოხვედრილ ვირუსებსა და პათოგენებს. ხელს უწყობს კუჭის ანტიბაქტერიულ ფუნქციას.

–  ფერმენტების გასააქტიურებლად საჭირო მჟავე გარემოს ფორმირებას უწყობს ხელს.

 

კუჭის წვენის მჟავიანობის ნორმალური მაჩვენებელი PH 1,5-2,5.

როცა კუჭის მჟავიანობა ნორმასთან შედარებით გაზრდილი ან შემცირებულია, ადამიანს თავად ორგანიზმი აძლევს ნიშანს პრობლემის შესახებ.

 

შემცირებული კუჭის მჟავიანობის ნიშნები

მეტეორიზმი

დიარეა და ყაბზობა

ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების და ვიტამინების არასათანადოდ ათვისება. ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება თმაზე, კანზე და ფრჩხილებზე.

უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.

განავალში ხვდება გადაუმუშავებული საკვების ნარჩენები

 

კუჭში მარილმჟავის ნაკლებობა გასტრიტს და სიმსივნურ პროცესების განვითარებას იწვევს.


გაზრდილი კუჭის მჟავიანობის ნიშნები

– მარჟვენა ნეკნის ქვეშ ყრუ ტკივილი

– მუცლის ძლიერი ტკივილი შეტევებით

– სიმწარის შეგრძნება ყელსა და პირის ღრუში

– ბოყინი, გულძმარვა

– ყელში წვის შეგრძნება, რომელიც გადადის გულ–მკერდში

ჭარბი მჟავიანობა იწვევს კუჭისა და ზოგჯერ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება.

როგორ დავადგინოთ კუჭში მჟავიანობის დონე?

1. ლაკმუსის ქაღალდით

ნერწყვი კუჭის წვენის მდგომარეობის ერთ–ერთი მაჩვენებელია. ტესტის ზოლები ენაზე იდება და მისი ფერის შეცვლის მიხედვით კეთდება დასკვნა.

ლურჯი შეფერილობა მჟავიანობის შემცირებაზე საუბრობს, ხოლო წითელი – მის ზრდაზე.

პროცედურის ჩატარება უზმოზეა რეკომენდირებული და საჭიროებს 5 დღეში განმეორებას გადამოწმების მიზნით.

2. საკვები სოდით

150 მლ. ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით ¼ ჩ.კ. სოდა და უზმოზე დალიეთ. ამის შემდეგ დააკვირდით  ორგანიზმის რეაქციებს.

 

ბოყინის არარსებობის შემთხვევაში – მჟავიანობა დაბალია

  თუ მაშინვე ბოყინი დაიწყეთ – მჟავიანობა მაღალია

–  თუ ბოყინის დაწყებამდე 2-3 წუთი გავიდა – მჟავიანობა ნორმაშია

ბუნებრივია ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები და ტესტები ზუსტ პროგნოზს არ იძლევიან, მაგრამ ასე შეგიძლიათ გაიგოთ კუჭის მჟავიანობა ნორმაშია თუ არა. თუ პრობლემები არსებობს, უყურადღებოდ არ დატოვოთ და აუცილებლად დაიწყეთ მკურნალობა.

შეაფასეთ სტატია
თქვენ უკვე სახლის პირობებში შეგიძლით დაადგინოთ კუჭის მჟავიანობის დონე!
куриные яйца
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ კვერცხი, რომელზეც შენიშნავთ ამას…