ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სამკურნალო მცენარეების მიღება საუკეთესო გზაა. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ჭინჭრის სასარგებლო თვისებებს და გასწავლით როგორ გამოიყენოთ ის.
ჭინჭარი ყველაზე სასარგებლო ნაადრევ გაზაფხულზეა. უნდა მოჭრათ დაახლოებით 5 სმ ღერო და გააშროთ.
ყველაზე ხშირად ჭინჭრის ფოთლებს და ფესვებს იყენებენ, რადგან ზრდასრული მცენარის ღერო საკმაოდ უხეშია.
ჭინჭრის ფოთლები შეიცავს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს როგორიცაა: ჰისტამინი, აცეტილქლორინი, სეტინინი, ჭიანჭველის მჟავა, ბევრ რკინას, კალიუმს, მანგანუმს, კალციუმს, A, C, D და K ვიტამინებს.
ჭინჭარს აქვს შემდეგი თერაპიული გამოყენება:
– ამსუბუქებს შეზონურ ალერგიას
– აქვს შარდმდენი მოქმედება
– შლის შარდის ქვებს
– აჩერებს ადგილობრივ სისხლდენას
– კურნავს დაღლილობასა და ანემიას, რკინისა და ქლოროფილის მაღალი შემცველობის წყალობით.
– სახსრებიდან გამოდევნის შარდმჟავას და ხელს უწყობს ართრიტის, სახსრების ტკივილის გაქრობას.
– ჭინჭრის ფესვები სასარგებლოა წინამდებარე ჯირკვლის, პროსტატის გაზრდის (კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია), ასევე საშარდე გზების ინფექციის დროს.
– მას აღგმზნებ საშუალებადაც თვლიან.
ჭინჭრის ჩაი
ჭინჭრის ჩაი ბევრად გემრიელია ალუბლის ან მოცხარის ტოტებთან ერთად.
დაჭრილი ტოტები ჩაყარეთ 1 ლიტრ მდუღარე წყალში და მოათავსეთ თერმოსში.
1 საათის შემდეგ ჩაამატეთ ჭინჭრის ფოთლები. კიდევ ერთი საათი დააყენეთ და გადაწურეთ.
მიღებული ჩაი შეგიძლიათ დღეში 2–3 ჯერ მიირთვათ დღის განმავლობაში. ასევე შეგიძლით დაუმატოთ თაფლი და ლიმონი.
ეს ჩაი დაგიბრუნებთ ჯანმრთელობას! ის ძალიან გემრიელი და წარმოუდგენლად სასარგებლოა.