ჩვენ გთავაზობთ მარტივ ვარჯიშებს ორმაგი ნიკაპის მოსაშორებლად. კანისა და ყელის კუნთების გაძლიერებასთან ერთად, დაგრივებულ ცხიმოვან ქსოვილებსაც მოიშორებთ
ორმაგი ნიკაპი – ეს არის ცხიმების და ლიპიდების დაგროვება, რომელიც ნიკაპის ქვეშ მთელი ყელის გასწვრივ მდებარეობს.
ორმაგი ნიკაპი ხშირად არასწორი კვების ან მჯდომარე ცხოვრების წესის შედეგია.
ეს ყველაფერი კი ადამიანის განწყობაზე და თვითშეფასებაზეც მოქმედებს.
სახეც და ყელიც ათობით კუნთისგან შედგება, რომლებიც გლუვი და მკვრივი კანის არსებობაზე არიან პასუხისმგებლები.
ამ პროცედურების დახმარებით ნაოჭები გაქრება და აღნიშნულ ზონაში ცხიმის რაოდენობა შემცირდება.
ვარჯიშები უნდა შეასრულოთ ყოველდღე 5 წუთის მანძილზე. შედეგს პირველივე თვეს შეამჩნევთ.
ვარჯიში 1
დაჯექით, გამართეთ ზურგი და მაქსიმალურად მოდუნდით. დაჭიმეთ ყელისა და ნიკაპის კუნთები, კბილები ერთმანეთს დააჭირეთ და ნიკაპი წინ გამოწიეთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 5-10-ჯერ დღის მანძილზე.
ვარჯიში 2
ზურგი გამართეთ და პირი დამუწეთ. ამავდროულად ენით საათის ისრის მიმართულებით წრიული მოძრაობა შეასრულეთ.
ეს ვარჯიში დღეში 3–ჯერ 10 წრიული მოძრაობით ეასრულეთ. ასე ყელის ტონუსის გასაზრდით და ყველა კუნთს გააქტიურებთ.
ვარჯიში 3
შეასრულეთ ნაზი მოძრაობებით ყელისა და ნიკაპის მასაჟი ქვემოდან ზემოთ, 1 წუთის განმავლობაში.
შხაპის შემდეგ დახვეული სველი პირსახოცით ნიკაპზე ტკაპუნა მოძრაობები შეასრულეთ. 15-20-ჯერ შესრულება საკმარისია, რომ ლიმფური ნაკადი და სისხლის მიმოქცევა გაააქტიუროთ. თუ პირსახოცს ზღვის მარილწყალში დაასველებთ, ასე შედეგს დააჩქარებთ.
ამის შემდეგ წაისვით ნუშის ზეთი თხელ ფენად.
შედეგის დასაჩქარებლად მასაჟი და ვარჯიში დღეში 2–ჯერ შეასრულეთ.
რაც შეეხება კვების რაციონს, ეცადეთ ის ხილ–ბოსტნეულით იყოს დატვირთული, რადგან ისინი ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს შეიცავენ და კანის და კუნთების გაძლიერებას ხელს უწყობენ.