სიმსივნის, შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ გაყინული ლიმონი

ციტრუსი ზოგადად ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, რადგან ბევრ ანტიოქსიდანტს და ვიტამინებს შეიცავს.
ლიმონი მთელი წელი რომ გქონდეთ და არ დაკარგოს სასარგებლო თუ გემოვნური თვისებები, გაყინეთ.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ თუ რა სასარგებლო თვისებების მატარებელია ეს ციტრუსი.

ლიმონის სასარგებლო თვისებები

ლიმონი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს C ვიტამინს, ასევე ბევრ მინერალს:   კალიუმი

                                                                                                                                  მაგნიუმი

                                                                                                                                  კალციუმი

ციტრუსის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს  სისხლის და სისხლძარღვების გაწმენდის პროცესს.
ის ბუნებრივი მასტიმულირებელი საშუალება და ძლიერი ანტიოქსიდანტია

ახალზე ბევრად უფრო სასარგებლოა გაყინული ხილი. ასე ორგანიზმი 5-10 ჯერ უფრო მეტ ვიტამინს იღებს, რადგან  ლიმონის გაყინვა და მოხმარება ქერქიანად ხდება. სწორედ ქერქი შეიცავს  უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას.

გაყინული ლიმონის სასარგებლო თვისებები:

–  კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან პათოგენური მიკროფლორის გამოდევნა, შედეგად მისი მუშაობის გაუმჯობესება
–  სისხლძარღვების გაწმენდა, ორგანიზმიდან ტოქსინების და წიდების გამოდევნის პროცესების გააქტიურება
–  სიბერის პროცესის შენელება და კოლაგენის წარმოების გაძლიერება
   მავნე ბაქტერიების და ვირუსების განადგურება
   თირკმელებში კენჭების დაშლა

ლიმონის რეგულარული მიღება სიმსივნის უჯრედებს გარკვეულ წილად ანადგურებს და ონკოლოგიის განვითარებას ხელს უშლის.
ამიტომ პროპილაქტიკის მიზნით საკმაოდ კარგია მისი მიღება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავისი შემადგენლობით ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული პრეპარატების იდენტურია.

ციტრუსის გაყინვის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

1. ლიმონის ნაჭრების გაყინვა.  ხილი თხელ ნაჭრებად დაჭერით და ბრტყელ სადგამზე დააწყვეთ. საყინულეში შეინახეთ და შემდეგ გაყინული ლიმონის ნაჭრები სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელებს დაუმატეთ.

2. ხილი გარეცხეთ, გაამშრალეთ და საყინულეში 2–3 საათით შეინახეთ. შემდეგ ლიმონი ცედრასთან ერთად გახეხეთ. მიღებული მასა სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად გამოიყენეთ. ასე უჩვეულო გემოს და ციტრუსის არომატს მიანიჭებთ. ასევე ვიტამინების ღირებულებას გაზრდით.

 

ლიმონისთვის კონკურენციის გაწევა საკმაოდ რთულია, რადგან ვიტამინებისა და მინერალების შემცველობით ის საკმაოდ მდიდარი ხილია.  მისი მიღება შეიძლება ყოველდღიურად.

შეაფასეთ სტატია
სიმსივნის, შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ გაყინული ლიმონი
გაიგეთ რა იწვევს სისხლის შედედებას, როგორ ვებრძოლოთ მას და რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის.