ეს 5 ვარჯიში დაგავიწყებთ ზურგის ტკივილს და გაგიუმჯობესებთ ხერხემლის მდგომარეობას

ჯერ კიდევ 5000 წლის წინ გახდა წერტილოვანი მასაჟი ჩინური მედიცინის ნაწილი. ის იმავე პრინციპით მოქმედებს როგორც აკუპუნქტურა (ნემსით ჩხვლეტა),  მაგრამ ეს მასაჟები სრულდება ჩვენი თითებით.

სხეულის გარკვეულ წერტილებზე ზეწოლა ხელს უწყობს სხვა და სხვა ორგანოს სტიმულირებას, ახდენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების განკურნებას და ხსნის სტრესს.

ნებისმისერი ფიზიკური აქტივობისას ყველაზე მეტად იტვირთება ჩვენი ზურგი და ფეხები. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გასწავლით 5 ვარჯიშს, რომელიც ხელს უწყობს ფეხების გაძლიერებას, ხერხემლის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტკივილის მოხსნას.

1. ფეხის თითებით ფანქრის აწევა

ეს ვარჯიში უმარტივესია. დადეთ ფანქარი იატაკზე და აიღეთ ფეხის თითებით. 10 წამით დაიკავეთ და შემდეგ გაუშვით.
თითოეულ ფეხზე 5-ჯერ გაიმეორეთ.


2. ფეხის თითებზე დაჭერა

ნებისმიერი ვარჯიშის დაწყების წინ ფეხების კუნთები გაახურეთ.
ფეხების გასათბობად და მოსადუნებლად საუკეთესო მეთოდი – ფეხების თითების მოჭერაა.
ფეხები მუხლებში ფრთხილად მოხარეთ და ფეხის თითებზე გადადით.  ამ პოზაში სამ დათვლამდე გაჩერდით.
ეს ვარჯიში გაიმეორეთ დღეში 3–ჯერ (თითო წრე 10–ჯერ)

 

3. მოღუნვის წინააღმდეგობა

ამ ვარჯიშის მიზანი ფეხებზე მდებარე პატარა კუნთებია, რომლებიც ბალანსის შენარჩუნებაზე არიან პასუხისმგებელნი. ვარჯიში კუნთების დაჭიმვასა და დაზიანების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
იატაკზე დაჯექით, ფეხები თქვენს წინ გაშალეთ. ტერფებზე დაიდეთ პირსახოცი და ორივე ხელით პირსახოცის ბოლოები დაიჭირეთ.
ნელ–ნელა პირსახოცი თქვენკენ მოწიეთ და ტერფების კუნთებით 5 წამით წინააღმდეგობა გაუწიეთ.
ეს ვარჯიში მინიმუმ 10–ჯერ გაიმეორეთ.


4. ფეხის თითებზე სიარული

ამ ვარჯიშის შესრულებას მაშინაც შეძლებთ, თუ ბალერინა არ ხართ.
ფეხის თითებზე სიარული ფეხის კუნთებს და იოგებს გააძლიერებს.ამის გაკეთება ძალიან მარტივია.
თითის წვერებზე დადექით და 20 წამით წინ იარეთ, შემდეგ 10–15 წამი დაისვენეთ და ვარჯიში 5–ჯერ ან მეტჯერ გაიმეორეთ.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად დღეში 2–ჯერ გაიმეორეთ.

 

5. კოჭების გაძლიერება

როგორც წესი, სხეულის გადატვირთვა კოჭების შეკუმშვის და შეზღუდვის შედეგია, რაც შემდეგ კუნთებსა და სახსრებში ტკივილს იწვევს. ასევე ზურგში, ბარძაყებსა და მუხლებში ტკივილი კოჭების პრობლემებს უკავშირდება.
კოჭების მოქნილობის და მოძრაობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
ზურგზე დაწექით და ერთი ფეხი ასწიეთ. შემდეგ კოჭი საათის ისრის მიმართულებით აბრუნეთ და 10–მდე დაითვალეთ. ფეხი შეცვალეთ და ვარჯიში გაიმეორეთ.

 

შეაფასეთ სტატია
ეს 5 ვარჯიში დაგავიწყებთ ზურგის ტკივილს და გაგიუმჯობესებთ ხერხემლის მდგომარეობას
каким должен быть завтрак
ინდოელი იოგი ამ ღვთაებრივი საუზმით იწყებს დღეს, რომელიც მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შედგება