იმუნიტეტის გასაძლიერებელი მურაბა

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მურაბა

თქვენ ალბათ არაერთხელ გსმენიათ, რომ თუ შოკოლადს სახლში დამზადებული მურაბით ან ჯემით ჩავანაცვლებთ, კარგად დავიკლებთ წონაში. როგორც იცით მურაბის წყალობით გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია. ალბათ თქვენც სვავთ გაციების დროს მურაბიან ჩაის.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მურაბა

როგორც აღმოჩნა, გარკვეული მათგანი იმუნიტეტის გასაძლიერებლადაც გამოიყენება. ყველაზე სასარგებლოდ ითვლება ქაცვის, შტოშის და ცირცელის მურაბა. სასარგებლო თვისებების შესანარჩუნებლად საჭიროა მათი სწორად მომზადება და ჩვენც დიდი სიხარულით გაგიზიაებთ ამ ინფორმაციას.

მურაბის სამი ყველაზე სასარგებლო სახეობა

1. შტოშის მურაბა — ეს არის ნამდვილი ვიტამინების ბომბი გულით დაავჰადებულთათვის და სუსტი კუჭის მქონე ადამიანებისთვის. ამ კენკრის მურაბის გამოყენება რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც აქვს სუსტი იმუნიტეტი, ინფექციური დაავადებები, შარ-სასქესო სისტემის დაავადებები, ორგანიზში სითხის მიმოცვლის დარღვევა, ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი და ნაწლავების მუშაობის დაღვევა.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მურაბა

დაგჭირდებათ:

  • 1 კგ. შტოში
  • 1,5 – 2 კგ. შაქარი
  • ლიმონის ცედრა გემოვნებით
  • ვანილი გემოვნებით
  • დარიჩინი გემოვნებით
  • 2 – 2,5 ჭიქა წყალი

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მურაბა

მომზადების წესი:

  1. ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ გარეცხილი კენკრა 3-5 წუთით. ამოიღეთ შტოში წყლიდან. დარჩენილ წყალში ჩაყარეთ შაქარი და მოურიეთ სრულ გახსნამდე.
  2. მიღებულ სიროფში ჩაყარეთ შტოში, ლიმონის ცედრა, ვანილი და დარიჩინი. ხარშეთ კენკრა მასის შესქელებამდე. აუცილებლად მოურიეთ მუდმივად და მოაცილეთ თავზე მომდგარი ქაფი.

2. ცირცელის მურაბა — ეს არის ნატურალური იმუნომოდულატორი, რომელიც ორგანიზმს ხდის მეტად ამტანს გარკვეული დაავადებების მიმართ. ეს ტკბილეული ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ეს მურაბა შეუცვლელია ქალური ჯანმრთელობისთვის.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მურაბა

დაგჭირდებათ:

  • 1 კგ. ცირცელი
  • 1,5 კგ. შაქარი
  • 3 ჭიქა წყალი

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მურაბა

მომზადების წესი:

მურაბის მომზადებამდე კენკრა უნდა ჩაალბოთ წყალში რამოდენიმე საათით და მინიმუმ სამჯერ უნდა გამოუცვალოთ ის. ამის შემდეგ გააშრეთ.

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ სრულ გახსნამდე. მიღებულ სიროფში ჩაყარეთ ცირცელი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.

საწურის დახმარებით გადაიტანეთ კენკრა სხვა ქვაბში. დაადგით სიროფი ნელ ცეცხლზე და ხარშეთ 20 წუთი. ამის შემდეგ დააბრუნეთ ცირცელი სიროფში და ხარშეთ კიდევ 25 წუთი.

3. ქაცვის მურაბა გამოიყენება საკვების მონელების მოსაწერიგებლად და სისხლძარღვების ელასტიურობის გასაზრდელად. ის ასევე ეფექტურად ითვლება ატეროსკლეროზის, ავიტამინოზის და პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ. სასარგებლო თვისებების სრულად შესანარჩუნებლად შეინახეთ ის შაქართან ერთად და გამოყენების წინ მოადუღეთ.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მურაბა

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
იმუნიტეტის გასაძლიერებელი მურაბა
სიახლე! უძლიერესი კომბინაცია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად…