ჩვენი სახსრები – ეს არის მამოძრავებელი ძვლები, რომელიც დაფარულია ხრტილოვანი ქსოვილით. ადამიანის სხეულის მოძრაობის 80% ხდება სახსრების შემაერთებელი ქსოვილების ხარჯზე. სიცოცხლის მანძილზე ადამიანის სახსრები უძლებს ძალიან დიდ დატვირთვას, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება.
სახსრების ცვეთის ხარისხი დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე: ცხოვრების წესი, მემკვიდრეობა, ეკოლოგია, მოღვაწეობის სფერო. სახსრების ჯანმრთელბის შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს კვება. საკვებს შეუძლია მათი აღგენა და დაზიანებაც
საკვები სახსრების და ხრტილოვანი ქსოვილისთვის
1. ელასტიურობის გამაძლიერებელი საკვები
ხრტილოვანი ქსოვილის ელასტიურობის გასაზრდელად აუცილებელია კოლაგენი. იმისთვის, რომ ორგანიზმს დავეხმაროთ კოლაგენის გამომუშავებაში, უნდა მიირთვათ ქათმის კვერცხი, რძის პროდუქტები, თევზი და ხორცი.
2. ხრტილოვანი ქსოვილის აღსადგენად საჭირო პროდუქტები
ხრტილოვანი ქსოვილის აღსადგენად საჭიროა ნივთიერებები – გლუკოზამინი და ქონდროიტინი. მისი შეძენა საკვები დანამატის სახით შეგიძლიათ აფთიაქში ან რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვა, როგორიცაა: ქათმის ხორცი, უცხიმო საქონლის ხორცი, მაგარი ყველის უცხიმო სახეობები, წითელი თევზი და ასევე ჟელე, რომელიც ხელს უწყობს აღმდგენი ნივთიერებების სინთეზს.
3. ხრტილოვანი მასის აღდგენის აქტივაციისთვის საჭირო პროდუქტები
აღდგენითი პროცესის დასაჩქარებლად ორგანიზმს ჭირდება გარკვეული სახის ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები.
- მწვანე ბოსტნეული, ჩირი, თხილეული და ხორბლის ფანტები მდიდარია მაგნიუმით, რომელიც პასუხს აგებს ნერვული დაბოლოებების და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე.
- ზღვის თევზი და ზღვის პროდუქტები მდიდარია ფოსფორით.
- კალციუმს შეიცავს რძის პროდუქტები, ჩიას და სეზამის თესლი.
- D ვიტამინს შეიცავს ნაღების კარაქი, კვერცხის გული და ვირთევზას ღვიძლი. ის ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას.
- ვიტამინი A, E და C აუცილებელია ქსოვილების გამოსაკვებად. ამ ვიტამინებით მდიდარია წითელი ბოსტნეული და ხილი, ციტრუსები, შავი მოცხარი, ატამი და ასკილი.
საკვები, რომელიც აზიანებს სახსრებს და ხრტილოვან ქსოვილს
ხრტილოვან ქსოვილზე ნეგატიურად მოქმედებს ოქსალინის მჟავის შემადგენლობის მქონე პროდუქტები: ისპანახი, ოხრახუში, ნიახური, კაკაოს ფხვნილი, შოკოლადი, ჭარხლის ფოთოლი, მჟაუნა.
გამორიცხეთ რაციონიდან გაზიანი სასმელები, ხორბლის ფქვილის პური, შებოლილი პროდუქტები. ასევე ამოიღეთ რაციონიდან პურინების შემცველი პროდუქტები: ცხიმიანი ღორის ხორცი, ღორის და საქონლის ღვიძლი, ყავა, მაგარი და მუქი ჩაი.
სახსრების აღსადგენად საჭირო მენიუ უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისგან და მარცვლეულისგან. ცხოველური ცილები უნდა შეადგენდეს მთელი დღის რაციონის 20%-ს, რეგულარული მოხმარების შემთხვევაში. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ხილის უშაქრო კომპოტები, მცენარეული ჩაი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!