როგორ მოვამზადოთ ოროვანდი და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას

როგორ მოვამზადოთ ოროვანდი და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას
სოფელში ბებიას საკმაოდ დიდი ბაღი აქვს. ადრე მთელს ტერიტორიას ითვისებდა მოსავლის მოსაყვანად, მაგრამ დროთა განმავლობაში ამისთვის ძალა აღარ ყოფნიდა. ამიტომ დავარწმუნე ის, რომ ნაწილი ბაღად გადაგვეკეთებინა. ამ ბაღის განუყოფელი ნაწილი გახდა ოროვანდი. მისი მოჭრა სასტიკად აკრძალული გქვონდა, რადგან ის ძალიან სასარგებლო მცენარეა. მე მისი მომზადების რამოდენიმე მეთოდიც კი ვიცი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია.

როგორ მოვამზადოთ ოროვანდი და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას
ოროვანდის ფესვებს, ფოთლებს და თესლს იყენებენ როგორც ხალხურ მედიცინაში, ასევე კულინარიაშიც. საინტერესო ფაქტი: იაპონიაში და დასავლეთ ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში ოროვანდი სპეციალურად მოყავთ დიდი რაოდენობით.

როგორ მოვამზადოთ გემრიელად ოროვანდი

ნუ იჩქარებთ პირველივე შემხვედრი ოროვანდის მოწყვეტას, რომელიც იზრდება გზის პირზე ან მიტოვებულ ნაკვეთზე. ასეთი მცენარე არ არის საკვებად გამოსადეგი. მისი მოწყვეტა უმჯობესია ტყეში ან საუკეთესო შემთხვევაში საკუთარ ბაღში.

ოროვანდის ფესვი

როგორ მოვამზადოთ ოროვანდი და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას
ყველაზე მეტად ფასობს ამ მცენარის ფესვი. მას აქვს სასიამოვნო მოტკბო გემო. ამ ნაწილის ნახვა მაღაზიაშიც კი შეგიძლიათ გობოს დასახელებით. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცალკე მომზადებული საკვები ან გაამზადოთ მისგან გარნირი თევზისთვის ან ხორცისთვის. თუმცა მომზადებამდე საჭიროა მისი დამუშავება:

  • კარგად გარეცხეთ ფესვები რათა მოაცილოთ მთელი მიწა;
  • მოაფხიკეთ ფესვს ზედა ფენა და დაასხით წყალი, თორე გაშავდება;
  • მოხარშეთ (ჩვეულებრივ 10-15 წუთი საკმარისია. თუ მცენარე მოხუცია, მაშინ მეტი დრო დაჭირდება) ან მოამზადეთ ნებისმიერი სხვა მეთოდით.
  • მცენარის მიწის ზედა ნაწილის დამატება შეგიძლიათ სალათებში ან გამოაცხვეთ, მოთუშეთ ან გამოაშრეთ. გამომშრალი ფესვი დიდი ხნით ინახება, მაგრამ გამოყენებამდე საჭიროა გარკვეული დროით მისი წყალში ჩალბობა. მურაბის მოსამზადებლად დაანაკუწეთ გასუფთავებული ფესვები ლიმონთან ერთად, დაუმატეთ შაქარი, წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე 2 საათით.

ოროვანდის ფოთლები

როგორ მოვამზადოთ ოროვანდი და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას
ოროვანდის ფოთლები მოგროვება ჯობია გაზაფხულზე. მისგან ამზადებენ სალათებს და ამატებენ წვნიანებში.

ოროვანდის სასარგებლო თვისებები

ეს მცენარე შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ბევრ ნივთიერებას. ხალხურ მედიცინაში მისგან დამზადებულ საშუალებებს იყენებენ ანთების საწინააღმდეგოდ და ანტისეპტიკურ საშუალებად. ნაყენს და ნახარშს კი იყენებენ იმუნიტეტის გასაძლიერებლად და შარდმდენი ეფექტისთვის.

მაისში აგროვებული ოროვანდის წვენი შესანიშნავად უმკლავდება კანის გარკვეულ დაავადებებს და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. მას ასევე იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ და მისი მუშაობის მოსაწესრიგებლად. ზაფხულში მცენარე კარგავს გარკვეულ სასარგებლო თვისებებს, ამიტომ მისი მოგროვება გაზაფხულზე ჯობია. შეგიძლიათ მისი დაკონსერვება შაქართან ან თაფლთან ერთად.

როგორ მოვამზადოთ ოროვანდი და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას
თუ გაწუხებთ ნაღვლის ბუშტის ან თირკმელების დაავადება, მაშინ მოამზადეთ ნაყენი ოროვანდის ფოთლებისგან. რადიკულიტი, ართრიტი და ართროზი უკან დაიხევს, თუ ნაყენს მიიღებთ წელიწადში ერთხელ 2-4 კვირის განმავლობაში. აავსეთ 1 ლიტრიანი ქილის 1/3 ოროვანდის გამომშრალი ფოთლებით, დაუმატეთ 100 გრ. თაფლი და 0,5 ლ. არაყი. კარგად დააფარეთ თავსახური და დადგით 2 კვირით ბნელ ადგილზე, შემდეგ კი გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 1 ს.კ. დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. შეინახეთ ნაყენი მაცივარში.

ოროვანდის ფესვის გამოყენება შეგიძლიათ როგორც კანის გარეგანი დამუშავებისთვის, ასევე შინაგანი გამოყენებისთვის. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის თირკმელებიდან კენჭებს და ამსუბუქებს დიაბეტიკების მდგომარეობას. 10 გრ. გასუფთავებულ ფესვს დაასხით 200 მლ. ადუღებული წყალი. მოათავსეთ ჭურჭელი ორთქლის აბაზანაზე და დააფარეთ თავსახური. გააცხელეთ ნახარში ამ ხერხით 30 წუთის განმავლობაში. როცა გაცივდება, გადაწურეთ. მიღებულ სითხეს დაუმატეთ ადუღებული წყალი, რათა მიიღოთ ისევ 200 მლ. სითხე.

როგორ მოვამზადოთ ოროვანდი და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას
როგორც იცით ყველა საშუალებას აქვს თავისი უკუჩვენება. ამიტომ გირჩევთ ჯერ დაადგინოთ ხომ არ გაქვთ ალერგია. ასევე რეკომენდირებულია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვამზადოთ ოროვანდი და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას
აბუსალათინის ზეთი და სოდა: 18 სასწაულმოქმედი სამკურნალო თვისება