ცოტა ადამიანმა თუ იცის, რამდენად სასარგებლოა ფეტვის მარცვლები. დღეს ამ სტატიაში მოგიყვებით ამ სასწაულმოქმედი მცენარის სამკურნალო თვისებებზე:
მიუხედავად იმისა, რომ ამ მცენარეს ხშირად ჩიტების საკენკს უწოდებენ, იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ მცენარის თესლები შეიცავს დიდი რაოდენობით ფერმენტს, სახელად ლიპაზა (ფერმენტი, რომელიც აკატალიზებს ცხიმების დაშლას ცხიმოვან მჟავად და გლიცერინად), რომელიც აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და მის საათივით მუშაობას უწყობს ხელს.
ეს ფერმენტი ეხმარება ცხიმების დაშლის პროცესს. ლიპაზას მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია და იგი ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციას და მუცლის ღრუსთან დაკავშირებული სხვა დაავადებათა სიმპტომებს.
ფეტვის მარცვლების მონელება საკმაოდ ადვილია და მის შემცველობაში შედის სვადასხვა სახის მცენარეული ცილები.
ფეტვი სასარგებლოა დაბერების წინააღმდეგ ბრძოლის დროს და გვეხმარება პანკრეასის პრობლემების შემთხვევაშიც, აგრეთვე, შიდა ორგანოების, მათ შორის, ღვიძლისა და თირკმელების პრობლემების გამკლავებისასაც.
ამ მცენარეს შესწევს ძალა, თავიდან აგვაცილოს ათეროსკლეროზის საშიშროება, გამოდევნოს ორგანიზმში არსებული ჭარბი სითხეები და დაარეგულიროს სისხლის წნევა.
ზემოაღნიშნულის გარდა, ფეტვის მარცვლები შემდეგი დაავადებების დროსაც სასარგებლოა:
- გასტრიტი,
- კუჭის წყლული,
- ნიკრისის ქარი (პოდაგრა),
- შეშუპება,
- ჭარბი წონა,
- შებერილობა,
- ცელულიტი.
გარდა ამისა, ფეტვი ეფექტურად ებრძვის ღვიძლის ციროზს ჰეპატოციტების და ანთებითი პროცესების შემცირების ხარჯზე.
როგორ გამოვიყენოთ ფეტვის მარცვლები (რეცეპტი):
ეს რეცეპტი სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ:
ფეტვის მარცვლების მიღება შესაძლებელია ცოტაოდენ წყალთან, სოიოს რძესთან, თაფლთან ან ხილთან ერთად.
- 5 ს/კ ფეტვს დაასხით 1 ჭიქა წყალი, გააჩერეთ 1 ღამით.
- დილით გადაწურეთ და დააბლენდერეთ გაფუებული მასა ხილთან ან რძესთან ერთად.
- ერთგვაროვან მასას დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლიც.
დილით უზმოზე მიიღეთ და მთელი დღე ენერგიით სავსე იქნებით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეო ინსტრუქციას.