ორი ინგრენდიენტი, რომელიც ხველისგან და ლორწოსგან გაგანთავისუფლებთ

ხველების საწინააღმდეგო საშუალებას სტაფილოთი სახლში ვაკეთებ. მარტივი რეცეპტი - ALL TIME

ხველების საწინააღმდეგო საშუალებას სტაფილოთი სახლში ვაკეთებ. მარტივი რეცეპტი - ALL TIME

დამეთანხმებით ხველა და ფილტვებში ლორწო საკმაოდ ხშირი პრობლემაა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა, რიგ შემთხვევაში, არც თუ ისე მარტივია. ამ სტატიაში გასწავლით სიროფის მომზადებას, რომელსაც სულ რაღაც ორი ინგრენდიენტი სჭირდება და, რომელიც ძალიან ეფექტურია აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ.

სტაფილო ძალიან, ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რომლის შემადგენლობაშიც ჭარბად შედის B6 და A ვიტამინები. სტაფილოს არა მხოლოდ კულინარიაში არამედ ადამიანის ჯანმრთელობის მიმართულებითაც ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. მას შეუძლია მხედველობის გაუმჯობესება, მასში შემავალი ანტიოქსიდანტების დახმარებით კი ახდენს კიბოს პრევენციას. ასევე მისი თვისებებიდან გამომდინარე აწესრიგებს სასუნთ გზებთან დაკავშირებულ პრობლემებს, განსაკუთრებით კარგია ასთმის დროს, ამას კი ჩატარებული კვლევებიც მოწმობს. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს სხვადასხვა ხილს და ბოსტნეულს აჭმევდნენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში და კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევდნენ სტაფილოს ასთმის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან დაბალი ჰქონდათ.

ამავდროულად სტაფილო არაჩვეულებრივია ხველის წინააღმდეგაც, განსაკუთრებით კი თაფლთან ერთად. ორივე ინგრედიენტის გამოყენებით მომზადებული სიროფი მარტივად უკლავდება ზემოაღნიშნულ პრობლემას.

ინგრედიენტები და მომზადება

  • ნახევარი კგ სტაფილო
  • 4-5 კოვზი თაფლი

აიღეთ მითითებული ოდენობის სტაფილო გაასუფთავეთ კარგად, დაჭერიუთ და მოათავსეთ ქვაბში, შემდეგ დაასხით წყალი სანამ არ დაიფარება მასა. ადუღეთ სტაფილო დაბალ ცეცხლზე სანამ არ დარბილდება და შემდეგ გაწურეთ, დარჩენილი წყალი არ გადაღვაროთ, სტაფილო კარგად დაჭყლიტეთ რითიც მოგიხერხდებათ. აიღეთ სტაფილოს გადაწურული წყალი და დაუმატეთ მას მითითებული ოდენობის თაფლი და გადაურიეთ. მინის ჭურჭელში გადაიტანეთ დაჭყლეტილი სტაფილო და დაუმატეთ სტაფილოს ნახარშში გადარეული თაფლი, აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში იქამდე სანამ ერთგვაროვან სიროფს არ მიიღებთ და ბოლოს შეინახეთ მზისგან დაცულ, გრილ, ადგილას.

მიღებული სიროფის გამოყენება შეგიძლიათ დღის განმავლობაში 3-4 კოვზის ოდენობით, შედეგს მალევე დაინახავთ.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეაფასეთ სტატია
ორი ინგრენდიენტი, რომელიც ხველისგან და ლორწოსგან გაგანთავისუფლებთ
საშიში ჭურჭელი, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!