ვფიქრობ არაერთხელ გსმენიათ კოსმეტოლოგიის ახალი ტრენდული პროდუქტის, პაჩების შესახებ. ის ებრძვის თვალის ქვეშ გაჩენილ სილურჯეებს და შეშუპებას. მისი შეძენა თითქმის ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი. თუ თქვენ მათი ყოველდღე გამოყენება გსურთ, მაშინ ეს საკმაო თანხაც დაგიჯდებათ.
როგორც აღმოჩნდა მათი დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, ამისთვის რამოდენიმე უმარტივესი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
როგორ დავამზადოთ პაჩები
დაგჭირდებათ:
- 1/2 კიტრი
- 50 მლ. ვარდის წყალი
- ბამბის დისკები
როგორ მოვამზადოთ ხსნარი:
- გარეცხეთ და გახეხეთ წვრილად კიტრი. მარლის საშუალებით გამოწურეთ წვენი.
- აურიეთ წვენი ვარდის წყალს.
- გამოჭერით ბამბის დისკისგან ნახევარმთვარის ფორმის ფორმები.
- ჩააწყვეთ ბამბის ნაჭრები მომზადებულ ხსნარში 2 წუთით.
- დააწყვეთ პაჩები საკვებ პარკზე და შეინახეთ მაცივარში.
როცა დასაფენები გაცივდება, გამოიღეთ, ოდნავ შეათბეთ ხელის გულზე და დაიფინეთ თვალების ქვეშ. უნდა გაიჩეროთ 10-12 წუთი. პროცედურის შემდეგ ასევე რეკომენდირებულია სახის გაწმენდა კიტრის ტონიკით.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.