რა უნდა გავაკეთოთ კრაზანას ნაკბენის დროს: პირველადი დახმარება

რა უნდა გავაკეთოთ კრაზანას ნაკბენის დროს: პირველადი დახმარება

მე ყოველ წელს მოუთმენლად ველი ზაფხულის მოსვლას. არ მიყვარს სიცივე და თოვლი. ერთადერთი რაც მაწუხებს წელიწადის თბილ დროს, ეს მწერებია. კოღოები არ მაძლევენ ძილის საშუალებას, მავნებლები ანადგურებენ მოსავალს, ხოლო ზოგიერთი მათგანი საშიშიც კი არის ადამიანისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ალერგიულია. ჩემი მეუღლე და ქალიშვილი სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ამიტომ ვიცი რა უნდა გავაკეთო კრაზანას ნაკბენის დროს.

რა უნდა გავაკეთოთ კრაზანას ნაკბენის დროს: პირველადი დახმარება
ეს ინფორმაცია თქვენც აუცილებლად გამოგადგებათ. რადგან არავინაა დაზღვეული ამ შხამიანი ნაკბენისგან. კბენის შემთხვევაში აუცილებელია პირველადი დახმარების აღმოჩენა. აი ძირითადი წესებიც.

პირველადი დახმარება კრაზანას ნაკბენის დროს

ამ მტკივნეული ნაკბენის შემდეგ ჩნდება სიწითლე და შესიება. ამიტომ აუცილებელია სწრაფად მოქმედება:

დაათვალიერეთ ნაკბენის ადგილი. აუცილებლად შეამოწმეთ ხომ არ დატოვა ნაკბენში ნესტარი და თუ დატოვა აუცილებლად ამოაძრეთ პინცეტით. არ ღირს მასზე ზეწოლა, რადგან ასე ხელს შეუწყობთ შხამის უფრო სრაფად გავრცელებას.

რა უნდა გავაკეთოთ კრაზანას ნაკბენის დროს: პირველადი დახმარება

ეს რაღა თქმა უნდა არ არის დიდი ნაკბენი, მაგრამ შეგიძლიათ მაინც სცადოთ შხამის ამოწოვა. ეს შეამცირებს მის კონცენტრაციას.

თუ ხელთ გაქვთ ანტისეპტიკი, დაიმუშავეთ ნაკბენის ადგილი. ამისთვის გამოგადგებათ სამედიცინო სპირტი, წყალბადის ზეჟანგი ან ჩვეულებრივი სუფრის ძმარი.

დაალევინეთ დაზარალებულს წყალი, რათა დაეხმაროთ ორგანიზმს ტოქსინებთან გამკლავებაში. ყურადღება მიაქციეთ რომ მანს შემდგომაც მიიღოს ბევრი წყალი.

შესიებულ ადგილზე დაადეთ რაიმე ცივი. თუ არ გაქვთ ყინული, გამოიყენეთ გაყინული პროდუქტი.

რა უნდა გავაკეთოთ კრაზანას ნაკბენის დროს: პირველადი დახმარება

სასურველია, რომ დაზარალებულმა მიიღოს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

ქავილის შეგრძნების მოსახსნელად გამოიყენეთ სპეციალური ანთების საწინააღმდეგო კრემი ან მოამზადე სოდისგან ფაფა. გადაურიეთ ერთმანეთს წყალი და სოდა პროპორციით 1:2-თან.

რა საშიშროება არსებობს კრაზანას ნაკბენის დროს

რა უნდა გავაკეთოთ კრაზანას ნაკბენის დროს: პირველადი დახმარება
თუ  დაზარალებულს კბენიდან ნახევარ საათში არ გამოუვლინდა არანაირი გართულება ე.ი. თქვენს მიერ აღმოჩენილი პირველადი დახმარება სავსებით საკმარისია. შედარებით სერიოზული სიმპოტმების დროს უნდა მიმართოთ სამედიცინო პუნქტს:

როცა ნაკბენის ადგილზე სიწითლე სრაფად იზრდება (განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი თვალის არეში, პირთან, პირის ღრუში და ყელზე);

  • ძლიერი შეშუპება და ტკივილი ნაკბენის არეში;
  • გულისრევის შეტება;
  • სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა და ხროტინი;
  • გულისცემის შენელება ან გახშირება;
  • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მაშინვე მოშორდით იმ ადგილს, სადაც თავს დაგესხათ კრაზანა. ეს შესაძლოა იყო შემთხვევითობა ან ახლოს იყო მათი ბუდე. კბენის დროს მწერი გამოყოფს განსაკუთრებულ ფერმენტს, რომელიც იზიდავს სხვებსაც. ეს კი როგორც ხვდებით ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

რა უნდა გავაკეთოთ კრაზანას ნაკბენის დროს: პირველადი დახმარება
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
რა უნდა გავაკეთოთ კრაზანას ნაკბენის დროს: პირველადი დახმარება
скраб для кишечника
სელის თესლი – ეფექტური საშუალება ნაწლავების გასაწმენდად