წონის დასაკლები კისელი

წონის დასაკლები კისელი
წიწიბურა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო დიეტური პროდუქტია. ჩვენ უამრავი წიწიბურის დიეტის სტატია გვაქვს. დღეს კი გვინდა შემოგთავაზოთ ამ მარცვლეულის გამოყენების კიდევ ერთი საინტერესო ხერხი, უფრო სწორედ მისი ფქვილის. საუბარია კისელზე, რომლის მიღებაც გაგანტავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან და გააჯანსაღებს თქვენს ორგანიზმს.

წონის დასაკლები კისელი

წიწიბურის კისელი ცნობილია თავისი ძლიერი გამწმენდი თვისებებით. ეს სასმელი არის საკმაოდ მსუბუქი. ის ანთავისუფლებს პრგანიზმს ტოქსინებისგან და შლაკებისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აწესრიგებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. მოდით უფრო დაწვრილებით გავეცნოთ მის სასარგებლო თვისებებს.

რითი არის სასარგებლო წიწიბურის კისელი?

წიწიბურის შემადგელობაში მყოფი რუტინი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. თუ კანზე დრო და დრო გიჩნდებათ პატარა დალურჯებები, ეს სწორედ სისხლძარღვების კედლების სისუსტეზე მიუთითებს.

რუტინის და ფაგოპირინის შეთავსების წყალობით, ეს კისელი ეფექტურია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისთვის და მკურნალობისთვის როგორიცაა: ათეროსკლეროზი, დიათეზი, ვარიკოზული ვენების გაგანიერება, წითელა, სკარლატინა.

წონის დასაკლები კისელი

წიწიბურა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ამაგრებს იმუნურ სისიტემას.

ლეციტინის მაღალი შემცველობის წყალობით წიწიბურის კისელი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

რკინა და კალიუმი ხელს უშლის ორგანიზმში რადიოაქტიური იზოტოპების მოხვედრას და მათ ათვისებას. კომპლექსური თერაპიის შემთხვევაში წიწიბურის კისელი დაგეხმარებათ ღვიძლის დაავადების მკურნალობაში.

წიწიბურის მარცვალს, ისევე როგოც ფქვილს შეუძლია დოპამინის დონის შემცირება – ეს არის ნეიროჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს ამაღლებს სასიცოცხლო მოტივაციას და ხელს უწყობს მოძრაობას.

წონის დასაკლები კისელი

როგორ მოვამზადოთ წიწიბურის კისელი?

წიწიბური ფქვილის მომზადება თავადაც შეგიძლიათ. ამისთვის გამოგადგებათ მოხალული წიწიბურის მარცვალი, ოღონდ მწვანე. კარგად გარეცხეთ მარცვალი, გააშრეთ ქაღალდის ხლსაწმენდით და დაფქვით ყავის საფქვავში.

წიწიბურაში ბევრად ცოტაა სახამებელი, ვიდრე კარტოფილში. ამიტომ სასმელის კონსისტენცია არ იქნება ჩვეულებრივი კისელის მსგავსი. ის იქნება ბევრად თხევადი. მოხარშვის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ მასა ოდნავ შესქელდეს.

წონის დასაკლები კისელი

რეცეპტი № 1.

3-4 ს.კ. წიწიბურის ფქვილს დაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. ამის შემდეგ ეს ნარევი ნელ-ნელა ჩაამატეთ 1 ლიტრ მდუღარე წყალში, უნდა იყოს ნელ ცეცხლზე და მორევის პროცესში. ხარშეთ 10-15 წუთი და სანამ გადმოდგავთ დაუმატეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

რეცეპტი № 2.

აურიეთ ერთმანეთს ნახევარი ჭიქა წიწიბურის ფქვილი, ნახევარი ჭიქა ნაკლებად ცხიმიანი რძე და ერთი ჭიქა წყალი. დააფარეთ თავსახური და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 25 წუთით.

რეცეპტი № 3.

დაგჭირდებათ 50 გრ. წიწიბურის ფქვილი, 15-20 გრ. ქიშმიში, 20 გრ. ნაღების კარაქი, 0,5 ლიტრი ნაკლებად ცხიმიანი რძე, 1 ს.კ. კაკაო, 1 ცალი ლიმონის  ცედრა და მწიკვი ვანილი. კაკაოს და ფქვილის ნაზავი ჩაყარეთ რძეში. კარგად მოურიეთ რათა არ დარჩეს გაუხსნელი ფქვილი და დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ გასაციებლად ოთახის ტემპერატურაზე..

წონის დასაკლები კისელი

როგორ მივიღოთ?

წიწიბურის კისელი უნდა მიიღოთ დღეში 2-ჯერ: დილით უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე და საღამოს საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე. ერჯერადი დოზა არის ნახევარი ჭიქა ან ოდნავ მეტი (100-150მლ).

უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით ეს სასმელი დაგანაყრებთ კიდეც და გაგიქრობთ საკვების მოთხოვნილების სურვილს. გარდა ამისა წიწიბურის კისელს ექნება ორგანიზმზე გამაჯანსაღებელი ეფექტი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია