თუ თქვენ გინდათ ლამაზი თმა და კანი, მაშინ ყოველდღე უნდა გამოიყენოთ ვიტამინი E. ის არის ზეითუნის ზეთის და ქოქოსის ზეთის, ისპანახის, ავოკადოს, მზესუმზირის, თხილეულის და გაღვივებული ხორბლის შემადგენლობაში. ზრდასრული ორგანიზმისთვის დღიური დოზა წარმოადგენს 0,3-0,5 მგ/კგ. სხეულის მასაზე.
დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ E ვიტამინის სამკურნალო თვისებებზე. ჩვენ ასევე მოგიმზადეთ რამოდენიმე რეცეპტი ამ ნატურალური სააფთიაქო საშუალების შემადგენლობით, რომელიც დაგეხმარებათ კანის გაახალგაზრდავებაში და თმის ზრდის დაჩაქრებაში.
E ვიტამინის 5 სასარგებლო თვისება
1. ასტიმულირებს თმის ზრდას
ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ტოკოფელორი ღრმად აღადგენს დაზიანებული თმის ფოლეკულებს, ატენიანებს თმას ძირებიდან მთელს სიგრძეზე და ხელს უშლის ჭაღარის გაჩენას.
თმის ნიღბის მოსამზადებლად აურიეთ ერთმანეთს 2 კაფსულა E ვიტამინი და 1 ს.კ. თბილი ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი. შეიზილეთ მიღებული მასა თმის ძირებში, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ შამპუნით. პროცედურის განმეორება შეგიძლიათ კვირაში 2-3 ჯერ.
2. აქრობს ნაწიბურებს
E ვიტამინი ატენიანებს კანს და აჩქარებს ნაწიბურების გაქრობის პროცესს. წაისვით ზეთი დაზიანებულ კანზე და ნაზად შეიზილეთ 5-10 წუთის განმავლობაში. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ საბოლოო შედეგის მიღებამდე.
3. ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას
ტოკოფეროლის გამოყენება შეგიძლიათ ნაოჭების, პიგმენტური ლაქების და დაბერების სხვა ნიშნების წინააღმდეგ ბრძოლაში. E ვიტამინი იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების და თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ის ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რომელი კანს უფრო გლუვს და ელასტიურს ხდის.
წაისვით ვიტამინი E პრობლემურ ზონებზე ძილის წინ და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ვიტამინის კონცენტრატის მაგივრად თბილი ზეითუნის ზეთის გამოყენებაც შეგიძლიათ.
4. კურნავს კანის ჰიპერპიგმენტაციას
E ვიტამინს შეუძლია მუქი ლაქების გაღიავება. აურიეთ ერთმანეთს 1-2 კაფსულა ტოკოფელორი 1 ჩ.კ. აბუალათინის ზეთს. წაისვით ნაზავი პრობლემურ ადგილებზე ძილის წინ და ჩამოიბანეთ დილით. გამოიყენეთ ყოველდღე 1 თვის განმავლობაში.
5. არბილებს ხელის კანს
E ვიტამინი ხელის კრემის შესანიშნავი ალტერნატივაა. ის ხელის კანს ხდის რბილს, ელასტიურს და დატენიენებულს.
იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ თქვენი ხელების ახალგაზრდობა, გადაურიეთ ერთმანეთს ცოტაოდენი ტოკოფეროლი და ტანის ლოსიონი. ნაზავი კარგად შეიზილიეთ კანში.
ან გამოიყენეთ სხვა მეთოდი. თბილი წყლის აბაზანაში მოათავსეთ 2 კაფსულა ვიტამინი, 1 ლიმონის წვენი და ცოტა თაფლი. ჩააწყვეთ ხელები 10-15 წუთით. ამის შემდეგ გაიშრეთ და წაისვით ცოტაოდენი დამატენიანებელი კრემი.
ასევე შეგიძლიათ ძილის წინ დაიმასაჟეთ ხელები 10-15 წუთით თბილი ზეითუნის ზეთით, შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!