გარკვეული პერიოდიშ შემდეგ ნალექი გარდაიქმნება საცობებად, რომელიც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას. ორგანოები ვეღარ იღებენ საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, რასაც მივყავართ ინფაქტამდე, ინსულტამდე და მთელ რიგ სახიფათო დაავადებებამდე. თუ თქვენ გაეცნობით ამ სტატიას, გაიგებთ იმ პროდუქტების შესახებ რომელიც დაგეხმარებათ ”ცუდი” ქოლესტერინისგან განთავისუფლებაში.
საიდან მოდის ქოლესტერინი?
არსებობს სამი ძირითადი წყარო და ერთ-ერთი მათგანია საკვები. თუმცა ყველას გასაკვირად ის არ არის ყველაზე მთავარი წყარო. მავნე ქოლესტერინის 60%-ს აწარმოებს ღვიძლი. ჯანმრთელ ორგანიზმზეა დამოკიდებული თუ როგორ გადანაწილდება ის შემდეგ. 20%-ს კი აწარმოებს თირკმელზედა ჯირკვალი, რომელიც არეგულირებს ჰორმონების და ქოლესტერინის გადამუშავებას. 20% ხვდება ორგანიზმში საკვებიდან რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საკვები არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის. დღეს გაგაცნობთ პროდუქტებს, რომელიც შეამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.
5 საუკეთესო პროდუქტი
ასეთი პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ მათ შორის ყველაზე ხელმისაწვდომი რომლის შეძენაც ნამდვილად არ გაგიძნელდებათ. ამ სიაში არსებული პქოდუქტების ყოველდღიურად მოხმარება არ არის აუცილებელი, მაგრამ 70% მაინც უნდა მონაწილეობდეს თქვენს რაციონში. ამ შემთხვევაში ქოლესტერინს მცირეოდენი შანსიც კი არ დარჩება, რომ ცხოვრება გაგიმწაროთ.
1. ასკილი
მახსოვს, როცა ბებიას ვსუმრობდი ის ხშირად მიმზადებდა ასკილის ჩაის. მე მომწონდა მისი გემოც და ფერიც. დღეს უკვე უმეტესობა ჩაის პაკეტებზე გადავიდა, მაგრამ მე ისევ ასკილს ვამჯობინებ. როგორც აღმოჩნდა ძალიან კარგი არჩევანი გამიკეთებია: ის არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამდიდრებს ორგანიზმს C ვიტამინით და აძლიერებს იმუნიტეტს.
2. ზეითუნის ზეთი
უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ უარი უნდა ვთქვათ მავნე მზესუმზირის ზეთზე და უპირატესობა მივანიჭოთ ზეითუნის ზეთს. ის ნამდვილად ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.
3. გოგრა
ამ პროდუქტისგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. გაყინეთ ის ზამთრისთვის. თქვენ მთელი წლის მანძილზე შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას ტოქსინებისგან და შლაკებისგან, ასევე მოაწესრიგებთ ნაწლავების მუშაობას. ამის შედეგად შემცირდება მავნე ქოლესტერინის დონე.
4. პარკოსნები
ეს პროდუქტები განსხვავდებიან ერთი გამორჩეული თვისებით – ისინი ხელს უწყობენ სისხლის ნორმალური მიმოქცევის ხელშეწყობას. ხოლო დიდი რაოდენობით უჯრედისის წყალობით ის არეგულირებს მავნე ქოლესტერინის დონეს.
5. პამიდორი
მეცნიერები დღემდე ამტკიცებენ, რომ ლიკოპინები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ელემენტია ქოლესტერინთან საბრძოლველად. იცოდეთ, რომ ის პამიდორში ძალიან ბევრია. აღსანიშნავია ისიც, რომ ის კონსერვებშიც კი ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს.
სპეციალურ პუნქტად შეიძლება გამოიყოს თხილეული. ორგანიზმისთვის მათი სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი უბრალოდ განუზომელია, განსაკუთრებით ქოლესტერინის შესამცირებლად. აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაიონში ზემოთ ხსენებული პროდუქტები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!