ძირტკბილას ფესვზე დამზადებული საშუალება ერთ-ერთია იმ ხალხური საშუალებებიდან, რომელიც თანამედროვე მედიცინამაც აღიარა. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, დიაფორული, იმუნომასტიმულირებელი, მუკოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ძირტკბილას ფესვის გამოყენება ასევე წარმატებითაა შესაძლებელი წონის დასაკლებად. დღეს ჩვენი რედაქცია სწორედ ამაზე გიამბობთ.
ძირტკბილას ფესვი წონის დასაკლებად
ძირტკბილა იგივე ლაკრიცა დაჯილდოვებულია გასახდომად საჭირო უამრავი თვისებით:
- ამცირებს მადას;
- ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას;
- მუშაობს როგორც მსუბუქი კუჭის ამშლელი საშუალება;
- მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება.
ამასთან ერთად ფესვში არსებული ფლავანოიდები და ანტიოქსიდანტები ატონიზირებენ ნერვულ სისტემას. მისი მიღებისას თქვენ მუდამ ენერგიით სავსე იქნებით.
ძირტკბილას ფესვის ნახარში
დაგჭირდებათ:
- 1 ს.კ. დაქუცმაცებული ფესვი ან 4 ცალი 3-4 სანტიმეტრიანი.
- 1 ლიტრი წყალი
მომზადების და მიღების წესი:
- მდუღარე წყალში ჩაყარეთ ფესვი. დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში თუ მთლიანი ფესვია ან 5 წუთი დაქუცმაცებულის შემთხვევაში.
- გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში.
- მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ჭიქა დილით და საღამოს. კურსი მოიცავს ერთ თვეს. მიღებიდან პირველივე კვირაში შენიშნავთ პირველ შედეგებს: დაგიქვეითდებათ მადა და მოგიწესრიგდებათ საკვების მონელების პროცესი. ერთი თვის შემდეგ გააკეთეთ 2 კვირიანი შესვენება და ამის შემდეგ ისევ შეგიძლიათ კურსის განმეორება.
ძირტკბილას ფესვის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.
ყურადღება! ძირტკბილაზე დამზადებული საშუალების მიღება არ შეიძლება სხვა შარდმდენ საშუალებებთან ერთად, ასევე წნევის დასაწევ საშუალებებთან ერთად. ეს მცენარე აძლიერებს თითქმის ყველა სამკურნალო საშუალების მოქმედებას.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!