წონის მატება ნომერ პირველ დავალებად იქცევა. თუმცა ამ პროცესის წარმართვა უნდა მოხდეს გონივრულად, რათა არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა. მაშ ასე, საიდან დავიწყოთ და როგორ წარვმართოთ ეს პროცესი სწორად?
როგორ მოვიმატოთ წონაში ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე
+ 2000 კკალ ყოველდღე
თუ თქვენ წონის მომატება გსურთ, ყოველდღიურად გაზარდეთ კალორიების დღიური ნორმა 2000-მდე სანამ არ შენიშნავთ დადებით დინამიკას. ასე თქვენ განსაზღვრავთ აუცილებელ ნორმას.
იკვებეთ ხშირად
კალირიების გაზრდასთან ერთად გაზარდეთ საკვების მიღების სიხშირეც. თუმცა აქაც საჭიროა ზომიერების გამოჩენა. უბრალოდ დღე-რამის პორცია გაყავით 5-6 ნაწილად.
წაისხემსეთ სწორად
უოირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც მდიდარია საკვები ნივთიერებებით: იოგურტი, თხილეული, არაქისის კარაქი. ჩირი და ავოკადო.
დალიეთ კალორიული კოქტეილები და სმუზები
ისინი დაგეხმარებათ მიიღოთ კალორიების დღიური ნორმა. თუ თქვენ არ გაქვთ დრო წასახემსებლად, უბრალოდ დარწმუნდით რომ ჩანთაში გაქვთ ერთი ბოთლი სმუზი.
ჭამეთ ძილის წინ
ძილის წინ მოინახულეთ სამზარეულო და მიირთვით უცხიმო ხორცი, ყველი, ბოსტნეული ან არაქისის კარაქის სენდვიჩი.
ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს
წონის აკრეფა რაღა თქმა უნდა შესაძლებელია ჰამბურგერებით და ჩიფსებით, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ჯანსაღი საკვები რომელიც მდიდარი იქნება საკვები ნივთიერებებით: ხილი, ბოსტნეული, სამარხვო ცილა, მაკარონი.
რა უნდა მივირთვათ წონის მოსამატებლად
წითელი თევზი
ის მდიდარია ვიტამინებით და ცხიმოვანი მჟავებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი შეუცვლელია მათთვის ვისაც სურს წონის მომატება.
ნაღების კარაქი
სასარგებლო და კალორიული პროდუქტი. საკმარისია ყოველდღე კარაქიანი პურის მირთმევა და ნამდვილად არ მოგიწევთ სასურველი კილოგრამების დიდხანს ლოდინი.
ხაჭო
ის შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ელემენტებს, რომელსაც შეუძლია ჰიპოტროფიის პრობლემის გადაჭრა. თუ მას არაქისის კარაქთან ერთად გამოიყენებთ, ასე მიიღებთ დღეში 500კკალს.
ჩირი
ჩირი წარმოუდგენლად კალორიული პროდუქტია. გამომშრალი ხილი ბევრად მეტ კალორიას შეიცავს ვიდრე ცოცხალი. მიირთვით ის ხშირად და დაამზადეთ მისგან ნამცხვრები.
კვერცხი
ეს საკმაოდ სასარგებლო და კალორიული პროდუქტია. თუ თქვენ ყოველდღე მიირთმევთ 3 ცალ კვერცხს, წონის აკრეფა ბევრად გაგიმარტივდებათ.
გამომშრალი ხორცი
ხორცის სწორედ ეს სახეობა უზრუნველყოფს კუნთების ზრდას. ცილის გარდა ის ასევე შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას.
ზეითუნის ზეთი
ბოსტნეული თქვენ ვერ დაგეხმარებათ წონის აკრეფაში, მაგრამ თუ სალათში ზეითუნის ზეთს გამოიყენებთ მაშინ ის წარმოქმნის წონის მოსამატებელ მასას.
ყველი
აირჩიეთ რბილი და მაგარი ყველის სახეობები. თუმცა მდნარი ყველის გამოყენებაზე უარის თქმას გირჩევდით, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით არომატიზატორებს და ხელოვნურ დანამატებს.
თუ თქვენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს ჩართავთ თქვენს რაციონში, შესაძლოა მაინც ვერ აკრიფოთ სასურველი წონა. ყველაფერი კი ნერვული სისტემის მუშაობის დაღვევის ბრალია. მაგალითად ქოლერიკები, ისინი ზედმეტად აქტიურები და იმპულსურები არიან. დამტკიცებულია, რომ მთელს პლანეტაზე გამხდარ ადამიანთა უმეტესობა ქოლერიკია.
სიგამხდრისკენ მიდრეკილება აქვთ მელანქოლიურ ადამიანებსაც. დეპრესიის გამო რომელშიც ისინი ხშირად ვარდებიან, მათ შეუძლიათ წონაში მოიმატონ ან დაიკლონ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. სანგვინიკები და ფლეგმატიკები კი ჭარბი წონისკენ არიან მიდრეკილები.
ბევრ ადამიანს აოცებს ის ფაქტი, რომ ვინმეს შეიძლება წონის მატების პრობლემა ჰქონდეს. დღეს ხომ სიგამხდეა მოდაში, მაგრამ ბევრისთვის ის არა გენეტიკური, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის მაჩვენებელია.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!