სისხლის შედედების მიზეზები
- ფერმენტების უკმარისობა.
- ჭუჭყიანი, ქლორიანი, გაზიანი სასმელის მიღება.
- ორგანიზმის ზოგადი მჟავიანობა
- ცხელი კლიმატის ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად ორგანიზმის გაუწყლოება.
- რადიაციის მავნე ზემოქმედება.
- ცუდად ათვისებადი სითხე.
- ორგანიზმში მინერალების და ვიტამინების უკმარისობა.
- მარილის არასაკმარისი მოხმარება.
დამეთანხმებით, რომ ზოგიერთი მათგანის გამოსწორება საკმაოდ რთულია. ამიტომ ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ნებისმიერი რისკი იმ პროდუქტების საშუალებით, რომელსაც შეუძლიათ სისხლის გათხელება.
წყალი
მას სიაში პირველი ადგილი უკავია. დღეში საჭიროა 1-2 ლიტრი სუფთა წყლის მიღება. სითხის მიღებაში არ ითვლება ჩაი, კომპოტი, სუპი და ა.შ. აირჩიეთ სუფთა და არაგაზირებული წყალი. ასე თავიდან აიცილებთ სისხლის შედედებას.
თევზის ცხიმი
მოცვი
მის შემადგენლობაში შედის კუმარინი, რომელიც ხელს უშლის სისხლის თრომბების წარმოქმნას. მოცვი ძალიან სასარგებლოა როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე სამკურნალოდ. ყველაფერთან ერთად ის არის ბუნებრივი ანტიმიკრობული საშუალება.
ნიახური
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მისი წვენი. ლიმფის და სისხლის გათხელებისთვის მიიღეთ 0,5 ჭიქა ნიახურის წვენი. ასევე სასურველია ამ ბოსტნეულის რაციონში ჩართვა.
ნიორი
კოჭას ფესვი
გარდა იმისა, რომ კოჭას ფესვი ათხელებს სისხლს, ის აუჯობესებს საკვების მონელების პროცესს და ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. მომატებული არტერიული წნევის და არითმიის მქონე ადამიანებს სიფრთხილე მართებთ ამ პროდუქტის მიღებისას.
თუთის ფესვები
აიღეთ 200 გრ. ახალი ფესვი, კარგად გარეცხეთ და დაანაკუწეთ. მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში, დაასხით 3 ლ. ცივი წყალი და დატოვეთ 1 საათი. ამის შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და როცა წამოდუღდება გააჩერეთ 15 წუთი. გააციეთ, გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. რეკომენდირებულია დღეში 3-ჯერ ჭამამდე 200 გრ. ნაყენის მიღება 5 დღის განმავლობაში. გააკეთეთ 2-3 დღიანი შესვენებები კურსებს შორის. სულ უნდა ჩაიტაროთ 2-3 კურსი.
გაღვივებული ხორბალი
ძალიან ბევრი ადამიანი სისხლის გასათხელებლად იღებს ასპირინს. ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, მაგრამ მას ზიანის მოყენებაც შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ნაწილაკები რჩება კუჭის კედლებზე და ხდება წყლულის წარმოქმნის მიზეზი. ჯობია მიმართოთ ხალხურ საშუალებებს.
სალიცილის მჟავას შეიცავს უამრავი ხილი და ბოსტნეული. მათი რეგულარული მოხმარებისას ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ რაიმე საშუალების მიღება სისხლის გასათხელებლად.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!