სასარგებლო პროდუქტების სია
კეტჩუპი
კეტჩუპი ერთ-ერთი მავნე საკვების დანამატია. ის შეიცავს შაქარს, შემასქელებელს და კონსერვანტებს. მისი ჩანაცვლება მარტივად შეგიძლიათ სახლში მომზადებული პამიდვრის პასტით. შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისამებრ დაუმატოთ მარილი და სანელებლები.
წვენები
მარკეტში არსებული წვენების უმეტესობა წყალში გახსნილი ფხვნილია შაქრის დიდი შემადგენლობით. მათ არ მოაქვთ არანაირი სარგებელი. ამ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება სახლში დაწურული წვენი ან ხილის წყალი. მის მოსამზადებლად ყველაზე მეტად შესაფერისია ციტრუსები. უბრალოდ დაასხით ადუღებული წყალი რამოდენიმე ნაჭერ ლიმონს ან ფორთოხალს და დაელოდეთ გაციებას.
შაქარი
ექიმები შაქარს შენელებული მოქმედების ბომბს უწოდებენ. საქაროზა მიეკუთვნება მარტივ ნახშირწყლებს, რომელსაც მომენტალურად ითვისებს ორგანიზმი, თუმცა არ იყენებს მას სრული მოცულობით და ამას მივყავართ სიმსუქნისკენ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისკენ. შაქრის შემცვლელიც არაა გამოსავალი, თუმცა არის მათ შორის ე.წ თაფლის ბალახი – სტევია. ხელოვნური შაქრის შემცვლელი საშუალებებისგან განსხვავებით სტევია ნატურალურია და არ მოაქვს არანაირი ზიანი ჯანმრთელობისთვის.
მაიონეზი
მაიონეზი, ისევე როგორც კეტჩუპი ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის. რითი შევცვალოთ მაიონეზი? გამოიყენეთ ბერძნული იოგურტი მდოგვთან ერთად. მას აქვს შეუდარებელი გემო და შესანიშნავია სალათებში.
ფქვილი
ფქვილის ჩანაცვლება ზოგიერთ კერძში საკმაოდ ძნელია, ამიტომ უბრალოდ გამოიყენეთ მთელმარცვლოვანი. რადგან ის შეიცავს მეტ უჯრედისს და არა სახამებელს.
ბრინჯი
ბრინჯის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ გაუსუფთავებელს, რადგან გასუფთავებისას ბრინჯი კარგავს სასარგებლო მინერალების უმეტესობას და უჯრედისს. უჯრედისით მდიდარი პროდუქტები ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და გახდომას.
პროდუქტების ჩანაცვლებისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ მხოლოდ ნატურალურს. ყოველთვისაა შესაძლებელი უკეთეშის მოძებნა, ამიტომ არ შეწყვიტოთ ძიება.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!