დღეს ჩვენ გვინდა გავაქარწყლოთ ეს მითები. პირველ რიგში მოდით გავერკვიოთ თუ როდის ჩნდება თაფლში ჰიდროქსიმეთილფურფურული.
არის თუ არა მავნებელი ცხელი თაფლი?
გამოკვლევების თანახმად, ჰიდროქსიმეთილფურფურული გამოიყოფა მაშინ, როდესაც ნახშირწყლების ნაერთები ცხელდება მჟავე გარემოში. თაფლში ჰიდროქსიმეთილფურფურული არის ფრუქტოზაში. რადგან თაფლში თავიდანვე არის მჟავე გარემო, ფრუქტოზა ნაწილობრივ იშლება და გამოყოფს ჰიდროქსიმეთილფურფურულს, გაცხელების შემთხვევაში კი ეს პროცესი უფრო ჩქარდება.
იდეალურ შემთხვევაში თაფლში ჰიდროქსიმეთილფურფურულის რაოდენობა უნდა შეადგენდეს ნოლს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ფუტკრებს ისეთი პროდუქტებით კვებავდნენ, რომელიც ამ ნივთიერებას არ შეიცავს.
გერმანელმა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უამრავ საკონდიტრო ნაწარმში ჰიდროქსიმეთილფურფურულის რაოდენობა ათჯერაც კი აღემატება დასაშვებ ნორმას. უამრავი გამოკვლევის შემდეგ ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გაცხელებული თაფლი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
ცნობილი მეფუტკრე ალექსეი მეშენკოვი ამტკიცებს, რომ გაცხელების შემდეგ თაფლი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს, არამედ უფრო ძლიერდება. გაცხელების დროს თავისუფლდება იონები, რომელიც ორგანიზმში ააქტიურებს ბევრ ბიოლოგიურ კატალიზატორს. როცა ცხელი თაფლი ხვდება ორგანიზმში, ისეტი ელემენტების იონები როგორიცაა, სპილენძი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია, შედის რეაქციაში და ხელს უწყობს უჯრედებს უკეთეს ფუნქციონირებაში.
ეს ხნსნის იმას, თუ რატომ არის ცხელი თაფლი ხალხურ მედიცინაში ასეთი პოპულარული. ზოგიერთ მკურნალ რეცეპტში ის ადუღებული სახითაც კი არის წარმოდგენილი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!