გაიგეთ, რომელი პროდუქტები იწვევენ კანის დაბერების პროცესის დაჩქარებას

გაიგეთ, რომელი პროდუქტები იწვევენ კანის დაბერების პროცესის დაჩქარებას

ძვირადღირებული ანტიასაკობრივი კოსმეტიკა და პროცედურები ვერ გადაარჩენს თქვენს კანს, თუ თქვენ არასწორად იკვებებით. მნიშვნელოვანია, რომ მკაცრად აკონტროლებდეთ თქვენს რაციონს, თუ გინდათ რომ თქვენი კანი რაც შეიძლება დიდხანს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად.

დღეს ჩვენმა რედაქციამ შეარჩია 5 პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ადრეული დაბერების პროცესს. აუცილებლად გააკონტროლეთ მისი რაოდენობა ან სრულად ამოიღეთ რაციონიდან.

პროდუქტები, რომლის გამოც ბერდება კანი

გაიგეთ, რომელი პროდუქტები იწვევენ კანის დაბერების პროცესის დაჩქარებას

1. ნახშირწყლები

ჩვენ არ გეუბნებით, რომ სრულად უნდა ამოიღოთ ნახშირწყლები თქვენი რაციონიდან, მაგრამ აუცილებელია ზომიერების დაცვა. არ გახადოთ კარტოფილი, მაკარონი და პური თქვენი რაციონის ძირითად საკვებად, რადგან ისინი ზრდიან შაქრის დონეს. აუცილებელია მისი დაწვა და როცა ორგანიზმი ამას ვერ ასწრებს, დაგროვებული შაქარი ანელებს კოლაგენის გამომუშავების პროცესს. კოლაგენი კი იცით, რომ პასუხს აგებს კანის სიგლუვის და ელასტიურობის შენარჩუნებაზე.

2. შაქარი

დერმატოლოგები ყოველთვის აკეთებენ აქცენტს ტკბილეულის მავნე თვისებებზე. გლუკოზის მომატებული დონე აუარესებს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების პროცესს. როცა მათი გამომუშავების სიჩქარე ნელდება, კანი ხდება დანაოჭებული და უფერული. ამიტომ, თუ თქვენი კანის ახალგაზრდული იერი თქვენთვის ძვირფასია, აუცილებლად უნდა შეამციროთ შაქრის მოხმარების რაოდენობა ან სრულად თქვათ უარი მასზე.

3. შაქრის შემცვლელი

მათში არის დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ანელებენ კანში სასარგებლო ნივთიერებების მიწოდებს პროცესს. ამის შედეგად ის იწყებს სწრაფად დაბერებას.

4. ალკოჰოლი

ალკოჰოლის დამანგრეველ თვისებებზე ყველასთვის არის ცნობილი. ის განსაკუთრებით მოქმედებს სისხლძარღვებზე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სახის კანის მდგომარეობაზე, სადაც უამრავი წვრილი კაპილარი გადის. ალკოჰოლის ხშირი მოხმარების გამო სახის კანი ხდება მოწითალო, შესიებული და მოშვებული.

5. ცხარე სანელებლები

ისინი აფართოებენ სისხლძარღვებს და აჩქარებენ სისხლსი მიწოდების პროცესს. ამის გამო ორგანიზმი იწყებს ოფლის სწრაფად გამოყოფას, რაც იწვევს კანზე ბადისებური სისხლძარღვების გაჩენას. თუმცა ზომიერ რაოდენობაში ცხარე სანელებლების მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოც კი არის.

გაიგეთ, რომელი პროდუქტები იწვევენ კანის დაბერების პროცესის დაჩქარებას

თუ თქვენ გნებავთ კანის ახალგაზრდულობის შენარჩუნება, მიაქციეთ ყურადღება კვების რაციონს და აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, რომელი პროდუქტები იწვევენ კანის დაბერების პროცესის დაჩქარებას
მოივას სასარგებლო თვისებები