ტკბილი დიეტა ფინიკით და იოგურტით

ტკბილი დიეტა ფინიკით და იოგურტით

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ბევრს უჩნდება საკუთარი სხეულის ფორმაში მოყვანის სურვილი. ზოგმა ამაზე ზრუვნა უკვე ზამთრიდან დაიწყო, მაგრამ ზოგი მხოლოდ ეხლა დაფიქრდა ამ საკითხზე. ამიტომ უკვე ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ გახდომის სეზონს. ამჯერად გაგაცნობთ ფინიკის და იოგურტის დიეტას. ის ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა.

ეს აღმოსავლური წონის დასაკლები მეთოდი განსაკუთრებით მოთხოვნადია რამადანის პერიოდში, როცა პროდუქტის რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. კარგია, რომ ამ დიეტისთვის მხოლოდ ორიდ პროდუქტია საჭირო: იოგურტი და ფინიკი. აქვე გეტყვით, რომ კვების ასეთი რაციონი კვირაში 4-6 კილოგრამის დაკლებაში დაგეხმარებათ.

ფინიკის დიეტა

ტკბილი დიეტა ფინიკით და იოგურტით
პირველ რიგში მოდით გავერკვიოთ რატომ ფინიკი და იოგურტთან ერთად. ეს ნაყოფი საკმაოდ ნოყიერია და 100 გრ-ზე შეიცავს 282 კკალ-ს. ფინიკის ნაყოფში დომინირებს ნახშირწყლები, ასევე შეიცავს ცილებს და ცოტაოდენ ცხიმებს. მისი სსარგებლო თვისებები იმალება ვიტამინების მდიდარ შემადგენლობაში: ის შეიცავს A  და B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე არც ისე გავცელებულ H და PP-ს.

ტკბილი დიეტა ფინიკით და იოგურტით
იოგურტი აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. რძის ბაქტერიები დაგეხმარებათ კუჭის კედლების გაწმენდაში და მოაწესრიგებს ნაწლავების პერისტალტიკას. ამასთან ერთად უცხიმო იოგურტი პრაქტიკულად არ შეიცავს არანაირ კალორიას.

როგორ გავხდეთ ფინიკის დახმარებით

დიეტის მენიუ საკმაოდ მარტივია. დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 21 ცალი ფინიკი და 3 ჭიქა იოგურტი. საუზმეზე, ვახშამზე და სადილზე გამოდის 1 ჭიქა იოგურტი 7 ფინიკთან ერთად. შესვენებებისას უნდა მიიღოთ ბევრი წყალი და მწვანე ჩაი, რათა დააჩქაროთ მეტაბოლიზმი.

ტკბილი დიეტა ფინიკით და იოგურტით
ერთი ფინიკი შეიცავს 23 კკალ-ს, ასე რომ საშუალოდ დღეში გამოდის 600-700 კკალ. ეს კეფირის და კიტრის დიეტაზე ცოტაც კი გამოდის და თან ბევრად გემრიელია.

ამ დიეტის ერთადერთი მინუსი არის ის, რომ არ შეიძლება მისი დიდხანს დაცვა კი, ის იძლევა ზალიან კარგ შედეგს, მაგრამ მკვებავი ნივთიერბები მასში სამყოფი ნამდვილად არ არის. უსაფრთხოდ გასახდომად არ არის რეკომენდირებული ამ დიეტის 7 დღეზე მეტ ხანს გაგრძელება. ამის შემდეგ ორგანიზმმა უნდა მიიღოს ცილები და ცხიმები. მხოლოდ 1 თვის შემდეგ შეიძლება იგივე კურსის განმეორება.

ტკბილი დიეტა ფინიკით და იოგურტით
დიეტის გარეშეც ფინიკი ტკბილის მოყვარულებს დაგეხმარებათ მავნე ტკბილეულის მიღებისგან თავის არიდებაში. ნატურალური შაქარი ხომ ბევრად უკეთესად ათვისებადია.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია