ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად, მეტაბოლიზმის დასაჩაქრებლად და გასახდომად ყველაზე კარგად მუშაობს ნატურალური დეტოქს-სასმელები. ზოგჯერ მხოლოდ სპორტი და კვება არ არის საკმარისი პრობლემის კომპლექსურად გადასაჭრელად.
ყველაზე ხშირად დეტოქს სასმელების შემადგენლობაში შედის კოჭა და ლიმონი. ეს პროდუქტები არის ცხიმის წვის დამაჩქარებლები და ამის შესახებ ყველასთვისაა ცნობილი. აი ოხრახუშის სასარგებლო თვისებების შესახებ კი ძალიან ცოტამ თუ იცის. არადა ის არანაკლებ დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. რატომ უნდა გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები, როცა შეგიძლიათ მიიღოთ ნატურალური და თან ბევრად იაფად.
ორგანიზმის გამწმენდი კოქტეილი
დაგჭირდებათ:
- ნახევარი ლიმონის წვენი
- 1 კონა ოხრახუში
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 0,5 ლ. წყალი
მომზადების და გამოყენების წესი:
- ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ეს კოქტეილი უნდა დალიოთ ყოველ საღამოს დაძინებამდე 2 საათით ადრე.
დამიჯერეთ შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს. ამ სასმელის მიღების კურსი არის 2 კვირიანი. ამ კურსის ჩატარების დროს ასევე კარგია განთვირთვის დღეების მოწყობა პირველ, მეშვიდე და ბოლო დღეს. ეს გულისხმობს დაბალკალორიული და სასარგებლო პროდუქტების მიღებას.
ეს სასმელი ეეფექტურია, რადგან ოხრახუში ასტიმულირებს ქსოვილში ცხიმის მიმოცვლას და გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე.
უკუჩვენება:
ოხრახუშის სასმელი არ უნდა მიიღონ ორსულებმა, შარდუს ბუშტის და თირკმელების დაავადების მქონე ადამიანებმა. მიღებამდე ჯობია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!