ჩვენ ყველას გვსურს ხარისხიანი და ახალი პროდუქტის შეძენა, მაგრამ სამწუხაროდ დახლზე განთავსებულ ყველა პროდუქტზე არ შეიძლება ამის თქმა. ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი გამყიდველი ცდილობს შემოგვატყუოს ძველი ან უხარისხო პროდუქტი.
ამ სტატიაში მოცემული 9 ხრიკი ნამდვილად გამოგადგებათ იმისთვის, რომ არ დარჩეთ მოტყუებული. მათი საშუაელებით თქვენ დაადგენთ პორდუქტის ხარისხს.
განსაზღვრეთ პროდუქტის ხარისხი
1. თაფლი
დაასველეთ პური თაფლში და თუ პური დარბილდა ე.ი. თაფლს შაქარი დაუმატეს.
2. ხაჭო
თუ თქვენ გინდათ გაიგოთ არის თუ არა ხაჭოში სახამებელი, მაშინ დააწვეთეთ მას ცოტაოდენი იოდი. თუ ხაჭომ მიიღო მოლურჯო ფერი ე.ი. ის შეიცავს სახამებელს. თუ ეჭვი გაქვთ პალმის ზეთის შემადგენლობაზე, დატოვეთ ის გარკვეული პერიოდი 20 გრადუსზე. კარგი ხაჭო ცოტა ამჟავდება კიდეც, ხოლო პალმის ზეთის შემადგენლობის მქონე ოდნავ გაყვითლდება, მაგრამ არ შეიცვლის არც გემოს და არც სუნს.
3. ღვინო
გაავსეთ ღრმა ჭურჭელი წყლით, ხოლო ღვინო აავსეთ წვრილი კისრის მქონე პატარა ჭურჭელში. თავზე დააჭირეთ თითი, ხოლო ჭურჭელი ჩაუშვით წყალში. ამის შემდეგ აუშვით თითი და დააკვირდით: ნამდვილი ღვინო არ უნდა შეერიოს წყალს სხვადასხვა სიმკვრივის გამო.
4. ღორის ხორცი
ხარისხიანი ღორის ხორცის შესაძენად შეურჭეთ მას გაცხელებული მეტალის ჩხირი. უხარისხო ხორცი აუცილებლად გაუშვებს ძალიან უსიამოვნო სუნს.
5. ძეხვი
დაასხით ძეხვს არაყი. თუ ხორცის ნაწარმი გაწითლდა ე.ი. მან უკვე დაიწყო გაფუჭება და ის შეღებილი იყო.
6. ნაღების კარაქი
გამოიღეთ ნაღების კარაქი საყინულედან და დაარტყით მაგიდას. თუ ის წყალს შეიცავს, მაშინ აუცილებლად გატყდება, ხოლო ხარისხიანი პროდუქტი უბრალოდ ოდნავ ფორმას შეიცვლის. მცენარეულ ცხიმებზე კი ასე უნდა შეამოწმოთ: დაასხით მას ცოტაოდენი თბილი არაყი. თუ არაყი დაბურული ფერის გახდა ე.ი. კარაქი შეიცავს ამ მავნე ნივთიერებებს.
7. კვერცხი
ჩადეთ კვერცხი წყლიან ქილაში. თუ ის ახალია, წავა ძირისკენ და თუ არა, ამოტივტივდება.
8. გოგრა
ჩვენი ბებიები ამ მეთოდს იყენებდნენ: უნდა ჩაარჭოთ გოგრაში თმის სამაგრი ჩხირი. თუ ის მარტივად შევიდა ე.ი. ჯერ კიდევ არ არის მწიფე.
9. არაყი
ჩადეთ არაყში კარტოფილის პატარა ნაჭერი. თუ სითხე გავარდისფერდა, ე.ი. ის შეიცავს მეთილის სპირტს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!