როგორ მოვიშოროთ ცხვირზე გაჩენილი შავი წერტილები სახლის პირობებში

როგორ მოვიშოროთ ცხვირზე გაჩენილი შავი წერტილები სახლის პირობებში

ძალიან ცუდად მახსენდება ის პერიოდი როცა მოზარდი ვიყავი. ჰორმონალურ ცვლილებებს მუდამ თან სდევდა გამონაყარი. ეს პრობლემა ასაკის მატებასთან ერთად თავისთავად გაქრა, მაგრამ ეხლა ახალი თავსატეხი გამიჩნდა. შევამჩნიე, რომ T ზონაზე შავმა წერტილებმა დაიწყეს გაჩენა. დაქალმა სახის გასაწმენდ პროცედურაზე ჩამწერა, მაგრამ ამან მხოლოდ დროებითი შედეგი მომცა. ერთ დღესაც დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა მომეშორებინა შავი წერტილები ერთხელ და სამუდამოდ.

როგორ მოვიშოროთ ცხვირზე გაჩენილი შავი წერტილები სახლის პირობებში
პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის და საიდან ჩნდება ეს პრობლემა. ღია კომედონები ეს არის იგივე აკნე, მაგრამ შიგნიდან ანთებითი პროცესის გარეშე. მათზე დაჭერით შესაძლოა ინფექციის შეჭრა გამოვიწვიოთ და გავაღრმავოთ პრობლემა. თუმცა მათი დატოვებაც ცხადია არ გვინდა. მე მოვძებნე ამ პრობლემის სახლის პირობებში გადაწყვეტის მეთოდი.

როგორ მოვიშოროთ ცხვირზე გაჩენილი შავი წერტილები

შავი წერტილების გაჩენის მიზეზები

ჩვენს კანს ბუნებრივად აქვს გამოშრობისგან დამცავი მექანიზმი. ცხიმოვანი ჯირკვლები გამოყოფენ კანის ცხიმს, რომელიც თავის მხრივ კანზე ქმნის გარკვეულ დამცავ ფენას. ის ინარჩუნებს კანის ტენიანობას და იცავს ეპიდერმისს გაუწყლოებისგან. ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დარღვევისას ხდება ზედმეტად დიდი რაოდენობის ცხიმის გამოყოფა. მკვდარ უჯრედებთან და მტვერთან ერთად ის ქმნის საცობებს, რომელიც გარდაიქმნება კომედონებად.

როგორ მოვიშოროთ ცხვირზე გაჩენილი შავი წერტილები სახლის პირობებში
არსებობს შავი წერტილების გაჩენის რამოდენიმე ძირითადი მიზეზი:

1. კანის არასწორი მოვლა

ყოველდღე უნდა გაიწმინდოთ სახის კანი. ამისთვის არსებობს სპეციალური ქაფები, სკრაბები და სხვა კოსმეტიკური საშუალებები.

2. თავის მოვლის საშუალებების შეუსაბამო შემადგენლობა

თუ თქვენ უამრავი თავის მოვლის საშუალება შეიძინეთ, ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა მათგანი შეგეფერებათ. ყურადღებით წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და მოხმარების ინტსრუქცია. ყველაზე კარგი კი კოსმეტოლოგთან კონსულტაციის გავლაა.

როგორ მოვიშოროთ ცხვირზე გაჩენილი შავი წერტილები სახლის პირობებში

3. გარემო პირობების და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება

ძლიერი ქარი, ყინვა და მწველი მზე ტოვებს თავის კვალს სახის კანზე. ამიტომ მნიშვნელოვანია დავიცვათ სახის კანი შესაბამისი საშუალებებით.

4. არასწორი კვება და ჯანმრთელობის პრობლემები

ზოგჯერ აკნე ბევრად სერიოზული დაავადებების ნიშანია. კვებაზე კი არის დამოკიდებული კანიდან გამოყოფილი ცხიმის რაოდენობა.

5. ჰორმონები

ჰორმონალური ცვლილებები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება და ამითი არ იტანჯებიან მხოლოდ მოზარდები, არამედ დიდებიც. ორსულობას ან მენოპაუზას შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის პროცესში.

ნიღაბი შავი წერტილების წინააღმდეგ

დღეს გასწავლით ისეთი ნიღბის მომზადებას, რომელიც არა მხოლოდ კანის გასაწმენდად არამედ ლიფტინგ ეფექტისთვისაც გამოუყენება.

როგორ მოვიშოროთ ცხვირზე გაჩენილი შავი წერტილები სახლის პირობებში
თქვენ დაგჭირდებათ 100 მლ. თბილი რძე ან წვენი და 2 კოვზი ჟელატინი. დაასხით სითხე ჟელატინს და დატოვეთ 10 წუთით. ამის შემდეგ დადგით წყლის აბაზანაზე და შემდეგ აცადეთ ბოლომდე გაციება. პარარელურად გაიწმინდეთ სახის კანი.

წაისვით ნიღაბი სახის პრობლემურ ზონებზე ბამბის დისკის დახმარებით. ნიღბის სისქე უნდა იყოს 0,2-0,3 მმ. მაინც. დაიცადეთ 30 წუთი და შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ. დაიწყეთ ქვედა მხრიდან და აუყევით ზევით. ნიღბის ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი.

როგორ მოვიშოროთ ცხვირზე გაჩენილი შავი წერტილები სახლის პირობებში
თუ თქვენ გამოასწორებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს, შავი წერტილები უბრალოდ უკვალოდ გაქრება. პროფილქატიკისთვის კი გამოიყენეთ ჟელატინის ნიღაბი. მასში არის დიდი რაოდენობით კოლაგენი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელსატიურობას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვიშოროთ ცხვირზე გაჩენილი შავი წერტილები სახლის პირობებში
მოამზადეთ ყავის სკრაბი სახლის პირობებში