როგორ დავამზადოთ სასარგებლო სენდვიჩი: დიეტოლოგის რჩევები

როგორ დავამზადოთ სასარგებლო სენდვიჩი: დიეტოლოგის რჩევები

დილით ყოველთვის მიჭირდა გაღვიძება. ამის გამო ყოველთვის სიჩქარეში მიწევდა დილით გამზადებაც და საუზმობასაც კი ვერ ვასწრებდი. მაქსიმუმი იყო ჩანთაში არც ისე ჯანსაღი სენდვიჩის ჩაგდება. როცა დავოჯახდი სიტუაცია შეიცვალა, განსაკუთრებით ბავშვების გაჩენის შემდეგ.

როგორ დავამზადოთ სასარგებლო სენდვიჩი: დიეტოლოგის რჩევები
მართალია ძველებურად მიჭირს დილით ადგომა, მაგრამ მაქვს კი სხვა გზა? უნდა გამოვკვებო მეუღლე და ჩემი პატარები, საკუთარი თავიც არ უნდა დავივიწყო. ვაღიარებ, რომ ეხლაც ვამზადებ სენდვიჩებს, თუმცა მათი შემადგენლობა რადიკალურად შევცვალე. ეხლა ისინი არა მხოლოდ ნოყიერი, არამედ სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით და ვიტამინებით. გაინტერესებთ როგორ მოამზადოთ ისინი?

როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სენდვიჩები

დღის განმავლობაში ორგანიზმი საჭიროებს ენერგიის აღდგენას და შევსებას. ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ წასახემსებლების ჩართვას ჩვენს რაციონში. ერთი მუჭა თხილეული და ჩირი არ არის ცუდი ვარიანტი. თუმცა ხშირად ეს არ არის საკმარისი.

როგორ დავამზადოთ სასარგებლო სენდვიჩი: დიეტოლოგის რჩევები
რაღაც პერიოდი ენერგეტიკულ ”ბატონჩიკებს” მივეჩვიე. თუმცა ჩემმა დიეტოლოგმა კატეგორიულად ამიკრძალა მათი შეჭმა. ზოგჯერ შემადგენლობაში არც არის მითითებული შაქარი, რადგან ბევრად ლამაზი დასახელებითაა წარმოდგენილი (მაგალითად ფრუქტოზას სიროფი). იგივე ეხება იოგურტებს. შეგიძლიათ ჭამოთ რამოდენიმე ნაჭერი ხილი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მალე გეგმავთ საკვების სრული რაციონით მიღებას. ხილის მჟავა უფრო მეტად გაგიძლიერებთ შიმშილის გრძნობას.

სენდვიჩის სწორი შემადგენლობა

დავიწყოთ თქვენი სენდვიჩის მთავარი ინგრედიენტით. მნიშვნელოვანია პურის სწორად შერჩევა. გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ მთელმარცვლოვან პურს. მასში არის დიდი რაოდენობით უჯრედისი, მცენარეული ცილა და ცხიმები. ასეთი პური ნელა გადამუშავდება, რაც უზრუნველყოფს დანაყრების გრძნობის დიდი ხნით გახანგრძლივებას.

როგორ დავამზადოთ სასარგებლო სენდვიჩი: დიეტოლოგის რჩევები

აუცილებლად კარგად გადაამოწმეთ შემადგენლობა. ის უნდა იყოს მოკლე და გასაგები, ყველანაირი ზედმეტი დანამატის გარეშე. დაინახავთ საეჭვო ინგრედიენტს? დააბრუნეთ პური დახლზე.

ახლად გამომცხვარი პური რაღა თქმა უნდა ძალიან გემრიელია, თუმცა მე მის ოდნავ გამოშრობას გირჩევთ. კარგია, როცა სახლში გაქვთ ტოსტერი. გადასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემ-ყველზე დამზადებული მასა. გათქვიფეთ ის ავოკადოსთან და მწვანილთან ერთად.

როგორ დავამზადოთ სასარგებლო სენდვიჩი: დიეტოლოგის რჩევები

წასახემსებელი ბევრად ნოყიერი გახდება თუ მას გადაუსმევთ ჰუმუსს. მისი მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. კლასიკურ შემადგენლობაში მუხუდოს გარდა შედის ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ნიორი, მარილი და სანელებლები გემოვნებით.

ძეხვის ნაჭრის მაგივრად აიღეთ ხორცი ან თევზი. შეგიძლიათ შემწვარი კვერცხიც დაადოთ პურის ნაჭერს. არ დაგავიწყდეთ ცოცხალი ბოსტნეულის გამოყენებაც. ან წაიღეთ ისინი ცალკე კონტეინერით.

როგორ დავამზადოთ სასარგებლო სენდვიჩი: დიეტოლოგის რჩევები

ასეთი სასარგებლო სენდვიჩი იქნება ბევრად გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერი. ინგრედიენტები შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი სურვილისამებრ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ დავამზადოთ სასარგებლო სენდვიჩი: დიეტოლოგის რჩევები
„ზურმუხტისფერი“ სასწაული, რომელიც ყველაფერს კურნავს და მხოლოდ თეთრებადაა ღირებული