შაქრის საზიანო თვისებებზე უკვე დიდი ხანია ცნობილია. ტკბილის მოყვარულთათვის ეს რაღა თქმა უნდა არც ისე კარგი ამბავია. ისინი, ვინც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მაგრამ ვერ ამბობენ ტკბილზე უარს, ცდილობენ რაიმეთი ჩაანაცვლონ ის. დამატკბობლების საზიანო თვისებებზე მეც ცოტა ხნის წინ გავიგე.
დიეტოლოგები გვირჩევენ ან სრულად ამოვიღოთ რაციონიდან შაქარი, ან შევამციროთ მისი მოხმარება. თუ თქვენც ჩემსავით გაგიტაცათ შაქრის შემცვლელმა დამატკბობლებმა და დარწმუნებული იყავით აქამდე მის უსაფრთხოებაში, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ ამ სტატიას.
რაში მდგომარეობს დამატკბობლების საზიანო თვისება
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დამატკობელში არ არის კალორიები და ნახშირწყლები, მაინც შეიძლება მან ზიანი მოგაყენოთ. მათი ბოროტად გამოყენება ნამდვილად არ ღირს.
ერითრიტი
ასე თუ ისე ყველაზე უსაფრთხო შაქრის ჩამნაცვლებლად ერითრიტი ითვლება. ეს არის ნატურალური დამატკბობელი, თითქმის ისეთივე ტკბილი როგორც შაქარი. არანაირი უცხო სუნი ან გემო მას არ აქვს, ამიტომ ის შესანიშნავია დესერტების მოსამზადებლად. თუმცა ის არ უნდა მიიღონ ნაწლავების გაღიზიანების სინდრომის მქონე და ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდის მქონე ადამიანებმა.
სტევია
თავის მხრივ სტევია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დამატკობელად და მეორე ადგილზეა სარგებლიანობის მიხედვით. მას მცენარისგან ამზადებენ, ამიტომ ის ნატურალურია. გარდა ამისა ის შაქარზე ტკბილიც კი არის. თუმცა არის მინუსებიც: სტევიას აქვს სპეციფიკური გემო და მსუბუქი მენთოლის გემო. ეს პროდუქტი საჭიროებს შეჩვევას. ექიმები ამ პროდუქტის გამოყენებას არ ურჩევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. სისტემატიური მოხმარებისას სტევია მოქმედებს ჰორმონალურ ფონზე.
ფრუქტოზა
ამ დამატკბობელს მკაცრად არ გირჩევთ. ბევრს ის იზიდავს, რადგან ფრუქტოზას გლიკემიური ინდექსი ბევრად ნაკლები აქვს, ვიდრე შაქარს. თუმცა ეს პროდუქტი ახდენს ძლიერ დატვირთვას ორგანიზმზე და შესაძლოა მიგვიყვანოს სიმსუქნემდეც.
მალტოდექსტრინი
მიუხედავად მისი ნატურალური წარმომავლობისა, ამ პროდუქტის გლიკემიური ინდექსი ბევრად მაღალია, ვიდრე შაქრის. მალტოდექსტრინს ხშირად იყენებენ წარმოებაში, რადგან ის შაქარზე ბევრად იაფია. ექიმები არ ურჩევენ ამ პორდუქტის გამოყენებას მათ, ვისაც აქვს დიაბეტი და შაქრის მომატებული დონე.
სინთეტიკური დამატკბობლებიც სახიფათოა. ისინი ახდენენ ანთებითი პროცესების პროვოცირებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევას და სისხლის მჟავიანობის ბალანსის დარღვევას. ექიმები გვირჩევენ, რომ ჯობია სრულად უარი ვთქვათ შაქარზე და არ ჩავანაცვლოთ ის სახიფათო დამატკბობლებით.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!