როგორ მოვიშოროთ მუცელი სახლის პირობებში: სკამზე მჯდომარე ვარჯიში

როგორ მოვიშოროთ მუცელი სახლის პირობებში: სკამზე მჯდომარე ვარჯიში

ყოველდღიური აურზაურის გამო გვავიწყდება ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჯანმრთელობა. ყოველდღიური ცხოვრებისეული საზრუნავის გამო ძნელია დროის მოძებნა ნებისმიერი პრაქტიკისთვის. მაგალითისთვის ავიღებ საკუთარ თავს. დაოჯახებამდე და დედობამდე თითქმის ყოველდღე დავდიოდი სპორტ დარბაზში და დავრბოდი კიდეც. ამ ყველაფრის საოჯახო საქმიანობასთან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო მინიმალურით. დღეს გეტყვით თუ როგორ უნდა მოიშოროთ მუცელი სახლის პირობებში.

როგორ მოვიშოროთ მუცელი სახლის პირობებში: სკამზე მჯდომარე ვარჯიში
ნაკლებად მოძრავი ან მჯდომარე ცხოვრების წესი უკვე გლობალურ პორბლემად იქცა. გარკვეული პერიოდით კარგია დასვენება, კომპიუტერთან ყოფნა, კითხვა და ა.შ. თუმცა გრძელვადიან პერსპეტქივაში ასეთი მჯდომარე და უმოძრაო ცხოვრების წესი ნამდვილად არ მახარებს, რადგან სახლში ყოფნის პერიოდში შევნიშნე საკუთარ სხეულზე არც თუ ისე კარგი ცვლილებები, განსაკუთრებით მუცლის არეში. დღეს გასწავლი როგორ უნდა გამოასწოროთ კონკრეტულად ეს პრობლემა მხოლოდ სკამზე დაჯდომით.

როგორ მოვიშოროთ მუცელი სახლის პირობებში: სკამზე მჯდომარე ვარჯიში

როგორ მოვიშოროთ მუცელი სახლის პირობებში

მუცლის კუნთების მთავარი ამოცანა არის ადამიანის გამართული მდგომარეობის შენარჩუნება და არა მოძრაობის შესრულება. ვარჯიშის შესრულებისას, მთავარია იგღზნოთ, რომ ის აქტიურად მუშაობს, რადგან ის:

  1. გააუმჯობესებს არა მხოლოდ ფორმებს, არამედ მოაწესრიგებს საკვების მონელების პორცესს;
  2. იგრძნობთ კარგი ენერგიის მოზღვავებას;
  3. განთავისუფლდებით დაღლილობის შეგრძნებისგან;
  4. ხელს შეუწყოფბთ სხეულის გამართული მდგომარეობის შენარჩუნებას.

სკამზე მჯდომარე ვარჯიში

ეს ვარჯიში საკმაოდ მარტივია, მაგრამ ეფექტური. თან თქვენი სურვილისამებრ შეგუძლიათ მისი გართულება ან გამარტივება.

სკამზე დაჯდომისას გაიმართეთ და მოკიდეთ ხელები დასაჯდომს ორივე მხრიდან. ამის შემდეგ აწიეთ ფეხები თქვენთვის კომფორტულ სიმაღლეზე. დაატრიალეთ ფეხები ისე, თითქოს ველოსიპედს ატარებთ. ამ დროს აუციელებლია სხეულის გამართული მდგომარეობის შენარჩუნება.

როგორ მოვიშოროთ მუცელი სახლის პირობებში: სკამზე მჯდომარე ვარჯიში
დაიწყეთ ვარჯიშის შენარჩუნება 15 წამიდან და ნელ-ნელა დაუმატეთ 5-5 წამი, სანამ არ მიაღწევთ 5 წუთს.

ვარჯიშის შესრულებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ივარჯიშეთ სახლში და არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება. მიიღეთ სიამოვნება ვარჯიშისგან და იფიქრეთ იმ მიზანზე, რომლის მიღწევასაც ცდილობთ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვიშოროთ მუცელი სახლის პირობებში: სკამზე მჯდომარე ვარჯიში
გაეცანით 4 მიზეზს, თუ რატომ უნდა გადაყაროთ დაუყოვნებლივ საკვები, რომელზეც ბუზი დაჯდა!