”ოქროს მამალი დგას ერთ ფეხზე”: რისთვის არის სასარგებლო ეს ვარჯიში

''ოქროს მამალი დგას ერთ ფეხზე'': რისთვის არის სასარგებლო ეს ვარჯიში

მიყვარს დედაჩემის სხვენში ყოფნა და იქ არსებული ნივთების გადათვალიერება, რადგან ხელთ ნამდვილი საგანძურიც კი შეიძლება ჩამივარდეს. ცოტა ხნის წინ ასე მოხვდა ჩემს ხელში ძველი იოგის წიგნი, სადაც იყო მოცემული ასეთი ვარჯიში ”ოქროს მამალი ცალ ფეხზე დგას”. პირველ რიგში დასახელებამ დამაინტერესა და გადავწყვიტე იმ დღესვე მეცადა!

როგორც სტატიის ავტორი ირწმუნებოდა, ეს ვარჯიში იყო ტრადიციული ჩინური მედიცინის ნაწილი და მისი შესრულება რეკომენდირებული იყო ყოველ დილით მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში. თუ როგორ გავაკეთოთ ეს ვარჯიში სწორად და რისთვის არის ის სასარგებლო, ამას სტატიაში გაგაცნობთ.

როგორ შევასრულოთ ვარჯიში ”ოქროს მამალი ცალ ფეხზე დგას”

''ოქროს მამალი დგას ერთ ფეხზე'': რისთვის არის სასარგებლო ეს ვარჯიში

  1. დადექით გამართული და თავისუფლად ჩამოუშვით ხელები.
  2. დახუჭეთ თვალები და მოდუნდით.
  3. ერთი ფეხი მოხარეთ მუხლში. ფეხის ტერფი მიადეთ პარარელურად მეორე ფეხს რაც შეიძლება მაღლა.
  4. იდექით ამ პოზიციაში მინიმუმ 3 წუთი. რაც მეტ ხანს იდგებით, მით უკეთესია. პარარელურად ეცადეთ ისუნთქოთ ღრმად და გაწონასწორებულად. არ გაახილოთ თვალები და ხელებით არ დაეხმაროთ საკუთარ თავს წონასწორობის შენარჩუნებაში. დროთა განმავლობაში ვარჯიშის გაკეთება სულ უფრო გაგიმარტივდებათ.

რატომ არის ეს ვარჯიში ასეთი პოპულარული

''ოქროს მამალი დგას ერთ ფეხზე'': რისთვის არის სასარგებლო ეს ვარჯიში
სინამდვილეში ვარჯიშს ”ოქროს მამალი ცალ ფეხზე დგას” აფასებენ აღმოსავლეთში არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის გამო. აქვე გაგაცნობთ რამოდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა გააკეთოთ ეს ვარჯიში ყოველ დილით:

  • ვესტიბულური აპარატის ვარჯიში.
  • ვარიკოზის პროფილაქტიკა.
  • თავის ქალის ტრავმის სიმპოტმების მოხსნა, მაგალითად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
  • ოსტეოქონდროზის, სქოლიოზის, ხერხემლის თიაქარის და ზურგის სხვადასხვა დაავადებების ნიშნების გამოვლენის თავიდან აცილება.
  • ფარისებრი ჯირკვალის მუშაობის ნორმალიზება.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პორფილაქტიკა.
  • მოდუნება და სტრესის მოხსნა.
  • მეხსიერების და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება.
  • იმუნიტეტის გაძლიერება.

''ოქროს მამალი დგას ერთ ფეხზე'': რისთვის არის სასარგებლო ეს ვარჯიში
თქვენ ოდესმე მიგიმართავთ ჩინური ტრადიციული მედიცინისთვის? თუ არა, მაშინ ეხლა გაქვთ შანსი, რომ ეზიაროთ მას და თან გაუფრხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას მარტივი 3 წუთიანი ვარჯიშის დახმარებით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
”ოქროს მამალი დგას ერთ ფეხზე”: რისთვის არის სასარგებლო ეს ვარჯიში
მოამზადეთ ხელების გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახლის პირობებში