ბანანის ჩაი ნერვული სისტემის დასამშვიდებლად: როგორ მოვამზადოთ ის

ბანანის ჩაი ნერვული სისტემის დასამშვიდებლად: როგორ მოვამზადოთ ის

ინდოეთის მაცხოვრებლები საუკუნეების მანძილზე ამზადებენ ბანანის ჩაის. ეს ცხელი სასმელი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ადამიანებში, როლმებიც ნერვიულობენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ეს ჩაი დაჯილდოვებულია უამრავი სასარგებლო თვისებით.

მთავარია, რომ ის სწორად მოამზადოთ. ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ ხილის რბილობის, არამედ მთლიანად მისი მოხარშვა. მხოლოდ ასე მიიღებთ უგემრიელეს და იმუნიტეტის გასაძლიერებელ ცხელ სასმელს.

ბანანის ჩაი და მისი სასარგებლო თვისებები

ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ის დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე.  ეს ჩაი საშუალებას მოგცემთ შეიმციროთ არტერიული წნევა. ეს სასმელი უძილობის პრობლემის მოგვარებაშიც მოგეხმარებათ. ყველაფერი ტრიფტოფინის და სეროტონინის წყალობით ხდება, რომლებიც აჩქარებენ დაძინების პროცესს.

ბანანის ჩაი ნერვული სისტემის დასამშვიდებლად: როგორ მოვამზადოთ ის
ბანანის ჩაი სტრესის და შფოთვის შეგრძნების მოხსნაშიც დაგეხმარებათ. ეს ცხელი სასმელი ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მას გვირილის ჩაის მაგივრადაც იყენებენ და თან გემოც ბევრად სასიამოვნო აქვს.

ბანანის ჩაი ნერვული სისტემის დასამშვიდებლად: როგორ მოვამზადოთ ის

ბანანის ჩაის რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი ბანანი
  • 500 მლ. წყალი
  • თაფლი გემოვნებით
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:

 

  • ჩაასხით ქვაბში წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  • კარგად გარეცხეთ ბანანი და მოაჭერით ორივე დაბოლოება. (ქერქის მოძრობა არ არის საჭირო)
  • მდუღარე წყალში ჩააგდეთ ბანანი, ადუღეთ კიდევ 15 წუთი და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  • ამოიღეთ ბანანი, გადაწურეთ ჩაი და ჩაასხით ჭიქებში.
  • დაუმატეთ თაფლი და დარიჩინი გემოვნებით.

ბანანის ჩაი ნერვული სისტემის დასამშვიდებლად: როგორ მოვამზადოთ ის
ასეთი სასმელის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის დაბალ კალორიულია. ბანანის ჩაი გახდომასაც უწყობს ხელს. საქმე იმაშია, რომ ეს ხილი შეიცავს უჯრედისს. ის ავსებს კუჭს და აჩენს დანაყრების შეგრძნებას, რაც მადის გაკონტროლების საშუალებას გვაძლევს. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასაც, ამიტომ მისი მოხმარება თავისუფლად შეუძლიათ იმ ადამიანებს ვინც აკონტროლებს თავის კვებას. თუ თქვენ უფრთილდებით თქენს ფიგურას, მაშინ ბანანის ჩაი იდეალური გადაწყვეტილებაა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ბანანის ჩაი ნერვული სისტემის დასამშვიდებლად: როგორ მოვამზადოთ ის
ბრინჯი სახსრების სამკურნალოდ