მთელი თვის მანძილზე ვცდიდი საკუთარ თავზე ამ მეთოდს. ამ პერიოდის მანძილზე ჩემი პორდუქტიულობა გაუმჯობესდა და გაიზარდა. გამიჩნდა ენერგია იმ საქმისთვისაც, რასაც წლობით გვერდზე ვდებდი. მეტიც! ეხლა ზომბივით აღარ დავდივარ ქუჩაში. მოგიყვებით რომელი წერტილები უნდა იპოვოთ სტრესის და დაძაბულობის მოსახსნელად.
როგორ გამოვიყენოთ 3 წერტილი სტრესის მოსახსნელად
- პირველ რიგში უნდა იპოვოთ ორი წყვილი წერტილი ლავიწის ძვლებთან. თუ მათი მათი პოვნა გიძნელდებათ, წამოწიეთ მხრები წინ, რომ გამოჩნდეს ლავიწის ძვლები. (იხ. ფოტო)
- ამის შემდეგ დაიდეთ მარჯვენა ხელი მუცელზე, ჭიპის მიდამოსთან. მარცხენა ხელის დიდი და საშუალო თითები დაიდეთ ლავიწის ძვლებთან განთავსებულ წერტილებზე. (იხ. ფოტო)
- შეასრულეთ წრიული მოძრაობები ხელის გულით და თითებით იმ მხარეს, სადაც თქვენ გნებავთ. ოდნავ დააწექით კიდეთ კიდეც რათა შექმნათ დაწოლა, მაგრამ არ დაიზიანოთ თავი. საჭიროა 10-30 წრიული მოძრაობის გაკეთება.
- შეცვალეთ ხელები და გაიმეორეთ იგივე.
როგორ გვეხმარება ეს მასაჟი?
გარდა ხალისის და ენერგიულობისა, ეს ვარჯიში მოგიხსნით სიმძიმის შეგრძნებას ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან დიდიხანს მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ. გამოსწორდება თქვენი ჯდომის მანერა, რომელიც მოხრილობისკენ მიდის დიდხანს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ყოფნისას. ასევე დაიჭიმება სახისა და კისრის კანი.
ყავის გარეშე გამოფხიზლება საკმაოდ კარგია. აუცილებლად სცადეთ ეს ვარჯიში. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც დიდი დროს ატარებს მჯდომარე მდგომარეობაში. 10 წუთი და თქვენ სრულიად ახალი ადამიანი ხართ!
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!