აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი…

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...ვფიქრობ არ არსებობს ადამიანი ვინც სტაფილოს სასარგებლო თვისებებზე კამათს დაიწყებს. ბავშვობიდან გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ბოსტნეული ვიტამინების და მიკოელემენტების შემადგენლობით ყველაზე მდიდარი იყო. მე არ დავიწყებ რაიმეს უარყოფას, რადგან რეგულარულად ვსავ სტაფილოს ჩაის და შედეგსაც ვხედავ.

სამწუხაროდ ყოველდღიურ არეულობაში გვავიწყდება ჩვენი რაციონისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა. მივირთვით კი საჭირო რაოდენობის ბოსტნეული? ჰყოფნის კი ჩვენს ორგანიზმს ძალა და ენერგია, რათა დარჩეს ჯანმრთელი? დღეს გაგაცნობთ მარტივ მეთოდს იმისთვუს, რომ მუდამ ტონუსში და კარგ განწყობაზე იყოთ.

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...

სტაფილოს ჩაის სასარგებლო თვისებები

იმუნიტეტის გაძლიერება

ეს თემა ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. სტაფილოს ნახარშის რეგულარული მიღება ზრდის ორგანიზმის ვირუსებისადმი გამკლავების და შეწინააღმდეგების უნარს.

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...

ენერგიის მოჭარბება

სტაფილოს ჩაის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ენერგულობა და მხიარული განწყობა ხომ წარმატებული დღის საწინდარია.

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...

თმები და კანი

ვიტამინების წყალობით უმჯობესდება არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ გარეგნული მხარეც. კანი იწმინდება და ხდება უფრო რბილი. სტაფილოს ნახარში აძლიერებს თმის ძირებს და ხდის მათ უფრო მზინავს.

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...

საჭმლის მომნელებელი სისტემა

სტაფილოს ნახარშის რეგულაური მოხმარება ზრდის მადას, ამცირებს მეტეორიზმს და დადებითად მოქმედებს მთელს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...

მხედველობა

უკვე დიდი ხნის ცნობილი ფაქტია, რომ სტაფილო სასარგებლოა მხედველობისთვის. მართალია მას არაფრის გამოსწორება არ შეუძლია, მაგრამ ის ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას. სტაფილოს ნახარში განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისას დიდხანს უწევს კომპიუტერთან ყოფნა.

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...

სტაფილოს ჩაის მომზადების რეცეპტი:

დღეს უკვე მაღაზიებშიც შეგიძლიათ გამომშრალი სტაფილოს შეძენა, მაგრამ რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი როცა მისი გამზადება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ? ამ შემთხვევაში ზუსტად მაინც იქნებით დარწმუნებული, რომ არანაირი ქიმიური დანამატი მას არ აქვს.

გახეხეთ სტაფილო მსხვილ სახეხზე ან დაანაკუწეთ. გააშრეთ ბოსტნეული მზეზე (დადეთ ბადეზე). არის კიდევ ერთი მეთოდი – სპილენძის მავთულით. უბრალოდ უნდა გაჭრათ სტაფილო და მიამაგროთ ის.

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...
მათთვის, ვისაც არ აქვს სტაფილოს მზეზე გაშრობის საშუალება, გთავაზობთ კიდევ ერთ მეთოდს – გამოშრობა ღუმელით. აქ მთავარია, რომ არ გადაწვათ ბოსტნეული. თუ სტაფილო გახდება მოყავისფრო ფერის, ეს იმოქმედებს მის გემოზე.

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...

სტაფილოს ჩაის მომზადება:

სტაფილოს ჩაის მომზადებას არანაირი საიდუმლო არ აქვს. 0,5 ლიტრ ადუღებულ წყალზე უნდა გამოიყენოთ 3 ს.კ. გამომშრალი სტაფილო. დაასხით წყალი სტაფილოს, დააფარეთ თავი და დატოვეთ მინიმუმ 30 წუთით. ამის შემდეგ გადაწურეთ სითხე და დატკბით. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი, ლიმონი, რძე ან თაფლი.

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...
სტაფილოს ჩაის მომზადება უმი ბოსტნეულითაც შეიძლება თუ არ დაგეზარებათ ყოველ ჯერზე მისი გასუფთავება და გახეხვა.

აი რატომ უნდა მიირთვათ სტაფილოს ჩაი...
რატომ უნდა მივირთვათ სტაფილოს ჩაი? რათა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა თავი გაართვას ცხოვრების რიტმს, ნეგატიურ ფაქტორებს, ვირუსებს და გაციებას. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია