გამწმენდი სახის პილინგი მანდარინისგან

გამწმენდი სახის პილინგი მანდარინისგან

ჩვენი სახის კანი ძირითადად გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად ზიანდება. ყველაფერთან ერთად დაემატა ნიღბების ტარება, რომელიც ალბათ უამრავი თქვენგანისთვის წარმოადგენს დისკომფორტს და არა მხოლოდ… სათანადო მოვლის გარეშე  კანი მალევე კარგავს ჯანმრთელ იერსახეს. მე პირადად ვიყენებ მანდარინის გამწმენდ პილინგს, რათა ჩემი სახის კანი იყოს მუდამ კარგ მდგომარეობაში.

გამწმენდი სახის პილინგი მანდარინისგანზამთრის პერიოდში გამოიყენეთ მანდარინები, მაგრამ არ იდარდოთ სეზონის გასვლის შემდეგ ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვადასხვა ხილით და ბოსტნეულითაც კი. დამიჯერეთ საბოლოო შედეგზე ინგრედიენტის ცვლილება არანაირად არ მოქმედებს. აი რეცეპტიც!

როგორ მოვამზადოთ სახის გამწმენდი პილინგი

დაგჭორდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი: მანდარინი და მანის ბურღული.

გაასუფთავეთ ხილი, მოაცილეთ ერთი ლებანი და მასაც გადააცილეთ კანი. ასევე შეამოწმეთ ხომ არ აქვს კურკა.

გამწმენდი სახის პილინგი მანდარინისგანპატარა ჯამში ჩაყარეთ მანის ბურღული და ჩადეთ შიგნით გასუფთავებული მანდარინის ლებანი. ამის შემდეგ გადაიტარეთ ლებანი სახის კანზე ისე, რომ ოდნავ დააწვეთ და წვენი გამოუშვას.

გამწმენდი სახის პილინგი მანდარინისგანშესაძლოა ერთი ლებანი არ აღმოჩნდეას საკმარისი, ამიტომ დამატებით კიდევ გაამზადეთ რამოდენიმე. სახეზე უნდა დარჩეს მანის ბურღულისგან ფენა.

დაიტოვეთ 5-7 წუთით. დაისველეთ ხელის გულები და ნელ-ნელა დაიწყეთ წრიული მოძრაობით პილინგის მოცილება. არ დააწვეთ სახეს ძალიან, რათა თავიდან ავირიდოთ კანის დაზიანება.

გამწმენდი სახის პილინგი მანდარინისგანდარჩენილი ნაწილი უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით. წაისვით სახეზე ტონიკი და მსუბუქი დამატენიანებელი კრემი. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია საღამოს.

რბილი პილინგის რეცეპტი

გადაურიეთ ერთმანეთს 1 ჩ.კ. კვერცხის გული, მანდარინის წვენი და მანის ბურღული. მიღებული მასა წაისვით 2-3 ფენად და დაიტოვეთ გაშრობამდე.

გამწმენდი სახის პილინგი მანდარინისგანნიღბის გაშრობის შემდეგ მოიცადეთ კიდევ 2-3 წუთი და ჩაიტარეთ იგივე მანიპულაციები.

მანის ბუღულის ჩანაცვლება შეგიძლიათ წვრილად დაფწვილი ბრინჯის ან შვრიის ფქვილით. მსხვილად დაფქული მათთვისაა კარგი, ვისაც უფრო უხეში სკრაბი უხდება სახეზე.

გამწმენდი სახის პილინგი მანდარინისგანეფექტს პირველივე გამოყენების შემდეგ დაინახავთ. კანი ხდება უფრო ნათელი, ქრება წვრილი ნაოჭები და სახე ახალგაზრდავდება. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში 1-2ჯერ სავსებით საკმარისია.

გამწმენდი სახის პილინგი მანდარინისგანნებისმიერი საშუალების გამოყენებამდე წინასწარ გაიარეთ ტესტი ალერგიულობაზე. პილინგის ცოტაოდენი რაოდენობა წაისვით მაჯაზე და დაელოდეთ რეაქციას გარკვეული დროით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
გამწმენდი სახის პილინგი მანდარინისგან
პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის