როგორ უნდა გამოვიყენოთ ბარაქის ხე სამკურნალოდ?
1. დამწვრობა, ჭრილობა, ნახეთქები, დაჭიმულობა.
ბარაქის ხის ფოთლებისგან მოამზადეთ ფაფისებური მასა და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე ბინტის დახმარებით. სახვევი უნდა გამოიცვალოთ მისი გაშრობისთანავე, დაახლოებით 2-3 საათში ერთხელ.
2. ართრიტი, ართროზი.
10-15 ფოთლისგან დაწურეთ წვენი და შეიზილეთ სახსრებზე ყოველი ძილის წინ.
3. ანგინა, ტონზილიტი.
200 მლ. წყალში გახსენით 10 ფოთლის წვენი. მიღებული სითხე დღეში 3-5 ჯერ გამოივლეთ ყელში.
4. ჰერპესი ტუჩებზე.
2-3 ცალი ფოთლისგან გამოწურეთ წვენი და წაისვით პრობლემურ ადგილზე ყოველ 30 წუთში ერთხელ ან დაასველეთ წვენში ბამბის დისკი და დაიდეთ.
5. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
უზმოზე მიირთვით 2 ცალი ბარაქის ხის ფოთოლი. საჭიროა მათი კარგად დაღეჭვა.
6. ცისტიტი, პიელონეფრიტი.
5 ცალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ. ცხელი წყალი, გააჩერეთ 1 საათით და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ , ჭამამდე 15 წუთით ადრე 1 ს.კ.
7. ბუასილი.
პრობლემურ ადგილზე დაიდეთ გადაჭრილი ფოთოლი. მაშინვე იგრძნობთ შვებას.
ყურადღება!
ბარაქის ხის სამკურნალოდ გამოყენებისას იყავით ძალიან ფრთხილად, რადგან ის საკმაოდ დიდი კონცენტრაციით შეიცავს დარიშხანს! დოზის გადამეტებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღებინება, დიარეა და გონების დაკარგვაც კი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!