როგორ მოვამზადოთ ასკილის ნახარში, რომ შევინარჩუნოთ ვიტამინები
უმეტესობა მიჩვეულია ასკილის ნაყენის დამზადებას თერმოსის დახმარებით. ეს ნამდვილად ყველაზე მარტივი და კომფორტული გზაა. თუმცა იღებთ კი ასე სასარგებლო ვიტამინებს?
მინდა გითხრათ, რომ ასე საერთოდ ვერ იღებთ ვერანაირ სარგებელს. დიდი ხნით მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას C ვიტამინი იჟანგება. ამ მეთოდით ასკილის ნაყენში რჩება მხოლოდ 15-20 % ვიტამინი.
როგორ მოვამზადოთ ასკილის ნახარში
არსებობს მომზადების ბევრად უკეთესი მეთოდი და არც თუ ისე ღტული მეთოდი. ამისთვის საჭიროა მიიყვანოთ ის ადუღებამდე, დატოვოთ ორთქლის აბაზანაზე 15-20 წუთით და შემდეგ გადაწუროთ. ასეთი ნახარში უნდა მიიღოთ 3-4 საათის განმავლობაში, მასში შენარჩუნებულია C ვიტამინის 80% და სარგებელიც ბევრად მეტი აქვს.
ნახარშის მომზადებამდე შეგიძლიათ გამომშრალი ასკილი დაანაკუწოთ დანით ან ყავის საფქვავით. ასევე შეგიძლიათ კარგად გამომშრალი ნაყოფი გაახვიოთ ქსოვილში და მძიმე საგნის დახმარებით დაფშვნათ.
ასკილის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს. თუ ნაყოფი ზედმეტად მუქია ე.ი. ის ზედმეტად გამომშრალია და სასარგებლო თვისებებიც ნაკლები აქვს. ასკილი უნდა იყოს ხასხასა წითელი ფერის.
გაითვალისწინეთ: ასკილის რეგულარულად გამოყენების დაწყებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებისა, მასაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!