სიმინდის ფუჩეჩის სასარგებლო თვისებები

thumb

thumb

სიმინდი წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ სამკურნალო თვისებებით არა მხოლოდ სიმინდის მარცვალი, არამედ სიმინდის ფუჩეჩი და კანიც საკმაოდ მდიდარია. მას ერ კიდევ უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

სიმინდის ფუჩეჩისგან ამზადებენ ნაყენს და ნახარშს სხვადასხვა მცენარეებთან ერთად. მას ასევე იყენებენ თმის და კანის მოსავლელად.

მისი შეძენა აფტიაქშიც შეგიძლიათ ან თავად გამოაშრეთ სახლის პირობებში.

სიმინდის ფუჩეჩის სასარგებლო თვისებები

1. ხელს უშლის თირკმელებში კენჭის წარმოქმნას

სიმინდის ფუჩეჩი უძველესი დროიდან გამოიყენება თირკმელებიდან კენჭის გამოსადევნად და შარდ-კენჭოვანი დაავადებების წინააღმდეგ. ფუჩეჩის ნახარშს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი ეფექტი. ამ თვისებების წყალობით კენჭები გამოდის სწრაფად და უმტკივნეულოდ.

2. აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს

ბოლო დროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიმინდის ფუჩეჩი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ის ზრდის ინლსულინის დონეს და ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის დაზიანებული უჯრედების აღდგენას.

3. ამცირებს ქოლესტერინის დონეს

ფუჩეჩის ნახარში უნიკალური შემადგენლობის წყალობით ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს. ამის შედეგად თქვენ დაცული იქნებით გულის დაავადებებისგან.

4. აუმჯობესებს დასუსტებული თმის მდგომარეობას

სუსტი და უსიცოცხლო თმის ხარისხის გასაუმჯობესებად გამოიყენეთ ფუჩეჩის ნაყენი. 1 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1/4 ჭიქა გამომშრალი ფუჩეჩი და 1/4 ჭიქა ჭინჭარი. წამოადუღეთ, გადაწურეთ და გადაივლეთ თმაზე.

5. ამცირებს მადას

თუ მუდმივად გაქვთ საკვების მიღების სურვილი, ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ ფუჩეჩის ნახარში. გარდა ამისა ის აუმჯობესებს მეტაბოლიზმის პროცესს. წონაში დაკლების მსურველთათვის ეს შესანიშნავი საშუალებაა.

ნაყენის მომზადება შეგიძლიათ ასე: 1 ჭიქა ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. გამომშრალი ფუჩეჩი, დააფარეთ თავსახური და გარკვეული ხნის შემდეგ გადაწურეთ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
სიმინდის ფუჩეჩის სასარგებლო თვისებები
დეპრესია – ესაა პრობლემა, რომელიც გულის დაავადებებსაც კი იწვევს