სასწაულმოქმედი კოჭას ნაყენი

имбирная настойка

имбирная настойка

კოჭას არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ მედიცინაშიც საკმაოდ წარმატებით იყენებენ. უძველესი აიურვედული ტრაქტატების თანახმად, კოჭას ფესვს აქვს საკმაოდ ძლიერი სამკურნალო თვისებები და მას იყენებდნენ მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ.

კოჭას ნაყენის მომზადება საკმაოდ მარტივია სახლის პირობებში. ის დაგეხმარებათ სხვადასხვა ანთებით პროცესებთან გამკლავებაში, გაგიუმჯობესებთ მხედველობას, დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს შეუწყობს წონის დაკლებას, მოაწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და ნერვული სისტემის მუშაობას.

იტვირთება

настойка имбиря рецепт

როგორ მოვამზადოთ კოჭას ნაყენი

დაგჭირდებათ:

  • 400 გრ. კოჭას ფესვი
  • 1 ლიტრი არაყი
  • 2 ს.კ. თაფლი

მომზადების და მიღების წესი:

ამ ნაყენის მოსამზადებლად უმჯობესია აირჩიოთ რბილი ფესვი თხელი კანით. გაასუფთავეთ და დაჭერით თხლად. მოათავსეთ ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში, დაასხით არაყი და დადგით ბნელ ადგილზე 2 კვირით. პერიოდულად ნაყენი უნდა შეანჯღრიოთ. 2 კვირის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და დაუმატეთ თაფლი.

იტვირთება

უნდა მიიღოთ ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დღეში 2-ჯერ 1 ჩ.კ.

настойка имбиря рецепт

ეს ნაყენი საიდუმლო ტიბეტური წამალია, რომელიც კარგად უმკლავდეა ჭარბ წონას, აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმის მიმოცვლას.

ეს ნაყენი ასევე ეფექტურია გრიპის და გაციების დროს, განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდში.

კოჭას ნებისმიერი სახით მიღებისას სასურველია გაეცნოთ მის უკუჩვენებას: არაა მისი მიღება რეკომენდირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი დაავადების დროს, ღვიძლის დაავადების დროს, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გამწვავების პერიოდში და რომელიმე კომპონენტზე ალერგიის დროს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია