არსებობს ორი სახის წაბლი: ცხენის წაბლი და ჩვეულებრივი. საკვებად მხოლოდ ჩვეულებრივი წაბლი გამოიყენება. ცხენის წაბლს 18 საუკუნიდან იყენებენ როგორც სილამაზის, ასევე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აფთიაქშიც კი შეხვდებით წაბლზე დამზადებულ უამრავ სამკურნალო საშუალებას. წაბლი დაჯილდოვებულია შეშუპების და კრუნჩხვის საწინააღმდეგო თვისებებით. დღეს გაგიზიარებთ ბების სამკურნალო რეცეპტს.
წაბლის ნაყენი სახსრებისთვის
300 გრ. გასუფთავებული წაბლი წვრილად დაჭერით. დაასხით 250 მლ. ეთილის სპირტი და 1 ჭიქა წყალი. დადგით 2 კვირით ბნელ და გრილ ადგილზე. ეცადეთ ყოველდღე შეანჯღრიოთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილზე. კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ სახსრებზე შეზელა.
წაბლი თმებისთვის
წაბლის ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის დასაბანად. ფხვნილის მომზადება საკმაოდ მარტივია: გააშრეთ წაბლი და დაფქვით ყავის საფქვავში. თავის დასაბანად დაგჭირდებათ 1-2 ს.კ. წაბლის ფხვნილი. ის აჯანსაღებს თმას, ასქელებს და იბრუნებს ელასტიურობას.
წაბლი კანისთვის
წაბლის ფხვნილით ასევე სასარგებლოა აბაზანის მიღება. 1 ს.კ. წაბლის ფხვნილს დაასხით 500 მლ. წყალი, წამოადუღეთ და დადგით 8 საატით. მიღებული სითხე დაუმატეთ აბაზანას. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჭიმავს კანს და აქვს მატონიზირებელი ეფექტი.
დაცვა მწერებისგან
ჩამოკიდეთ კარადაში პატარა ტომრით წაბლი და არასდროს შეგაწუხებთ ჩრჩილი ან სხვა მწერი. ასე ვიქცევი უკვე 15-ე წელია.
როგორც ხედავთ წაბლი საკმაოდ სასარგებლოა, თუმცა აქაც საჭიროა ზომიერების დაცვა.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.