პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის

პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის

ტვინი სხვა ორგანოებთან შედარებით ყველაზე იდუმალია. მის შესწავლაზე მუშაობენ საუკეთესო მეცნიერები მთელი მსოფლიოს მაშტაბით. მართალია ის ისევ ამოუცნობად რჩება, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცით თუ რომელი პროდუქტია ტვინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნება? იმიტომ, რომ ის მართავს მთელს ორგანიზმს.

რაციონში რომელი პროდუქტების ჩაართვაა საჭირო ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის

მოცვი

ეს პროდუქტი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც იცავს ტვინს თავისუფალი რადიკალებისგან. თავისუფალ რადიკალებს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა არ მივიდეთ ტვინის დაზიანებამდე. დღეში რამოდენიმე მარცვალის მირთმევაც კი საკმარისია, რომ დაიცვათ თავი გართულებებისგან.

პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის

შავი შოკოლადი

თუ თქვენ არ გიყვართ მოცვი, მაშინ მიირთვით შავი შოკოლადი. ამ პროდუქტის ტვინისთვის სასარგებლო თვისებების შესახებ უკვე დიდი ხანია რაც ცნობილია. ეს ტკბილეული შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ტვინს ხელს უწყობს ინფორმაციის ათვისებაში და დამახსოვრებაში.

პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის

სალათის ფურცელი

სალათის ფურცელი შეიცავს დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს: ბეტა-კაროტინი, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი К, რომელიც ხელს უშლის ტვინის კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებას. სალათის ფოთოლი და ისპანახი ასევე მდიდარია ომეგა 3-ით, ფლავანოიდებით და Е ვიტამინით.

პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის

ბერძნული კაკალი

კიდევ ერთი საკმაოდ პოპულარული პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ტვინის სწორ ფუნქციონირებას. ბერძნული კაკალი მდიდარია ომეგა 3-ით, რომელიც ხელს უწყობს სტრესის და გაღიზიანების მოხსნას, ანელებს ალცფაიმერის დაავადების განვითარებას და აუმჯობესებს ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს.

პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის

თევზი

ექიმები ამტკიცებენ, რომ თევზი ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც ამცირებს ათეროსკლეროზით ან ანთებით სისხლძარღვების დაზიანების რისკს.

პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის

ძვლის ნახარში

იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად ექიმები გვირჩევენ ძვლის ნახარშის მიღებას. გლიცინის შემადგენლობის წყალობით, ბულიონი ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, ამცირებს სტრესს და ზრდის გონებრივ აქტივობას. გარდა ამისა ბულიონი შეიცავს კოლაგენს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის

კვერცხი

კვერცხი შეიცავს В ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც აუმ ჯობესებს მეხსიერებას და გუნება-განწყობილებას. გარდა ამისა ვიტამინი В 12 არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს. В12 ვიტამინი ასევე არის წითელი წიწაკის, ლობიოს, ბანანის, თინუსის, ინდაურის და კარტოფილის შემადგენლობაში.

პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის

ეცადეთ განთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან და აღიდგინოთ ძილის რეჟიმი და სწორი კვება. ეს დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის
როგორ ვუმკურნალოთ ღვიძლს