იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება

უკვე კარს მოგვადგა ცივი ამინდები და ვფიქრობ ცუდი არ იქნებოდა იმუნიტეტი გაგვეძლიერებინა, მითუმეტეს ამ პანდემიის პერიოდში. როცა საუბარია იმუნიტეტის გაძლიერებაზე, პირველ რიგში გვახსენდება ამოსოვის პასტა, რომელიც აძლიერებს გულს და აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. ეს საშუალება ნამდვილად კარგია, მაგრამ არა უნივერსალური.

ცნობილი პასტა რომელიც კაკლისგან და ჩირისგან მზადდება, ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით თაფლს. მიუხედავად იმისა, რომ თაფლი შაქარზე ბევრად სასარგებლოა, ის ასევე არის ძლიერი ალერგენი. დღეს გაგაცნობთ სხვა იმუნიტეტის გასაძლიერებელ ნატურალურ საშუალებას და გაგიზიარებთ მისი მომზადების წესს.

იტვირთება

იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალების რეცეპტი

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალებააქ თქვენ ვერც თაფლს ნახავთ, ვერც კაკალს და ვერც ჩირს. მათ მაგივრად გთავაზობთ ლიმონს, ლაიმს და კოჭას. ის ძალიან კარგად მოქმედებს და აძლიერებს თქვენს ორგანიზმს.

ლიმონის და ლაიმის სასარგებლო თვისებები. რა განსხვავებაა მათ შორის?

უმეტესობისთვის ლიმონი და ლაიმი ერთი და იგივეა. მართალია ეს ციტრუსები რჩებიან უახლოეს ნათესავებად, მაგრამ ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებენ.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალებალაიმი 5-ჯერ დიდი რაოდენობის С ვიტამინს შეიცავს. ის ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია აღდგენისთვის.

ლიმონი კი შეცავს ბევრად მეტ ორგანულ მჟავებს, პექტინს და С, В, РР, Е ჯგუფის ვიტამინებს. ის უკეთესად გამოდევნის შლაკებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ამ ორი ციტრუსის მიქსი მაქსიმალური სარგებელის მომტანია თქვენი ორგანიზმისთვის.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება

კოჭას სასარგებლო თვისებები

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ კოჭა შეუცველია საკვებით მოწამვლის, ღებინების და დაღლილობის დროს. ის კომპლექსურად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას: ამაგრებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ბაქტერიულ დაავადებებს და აძლიერებს სითბოს გამომუშავებას. ეს კიდევ არაა მისი სასარგებლო თვისებების სრული ჩამონათვალი. ძნელი სათქმელია რომელი უფრო სასარგებლოა, კოჭა თუ თაფლი.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება

როგორ მოვამზადოთ იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალება?

დაგჭირდებათ:

  • 5 ცალი ლიმონი
  • 1 კოჭას ფესვი
  • 3 ცალი ლაიმი
  • 1,5 კგ. შაქარი

გაითვალისწინეთ! ხილის და კოჭას საერთო წონა აუცილებლად უნდა შეადგენდეს 1 კილოგრამს. იმიტომ, რომ პროპორციულად 1,5 კგ. შაქართან საჭიროა 1 კგ. ხილის და კოჭას მასა.

 

იტვირთება

მომზადების წესი:

მოამზადეთ ინგრედიენტები: კარგად გარეცხეთ და დაჭერით ინგრედიენტები, რათა ადვილად გასატარებელი იყოს. (არ მოაცალოთ ციტრუსს კანი)

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება

შაქრის გარდა ყველა ინგრედიენტი გაატარეთ ხორცის გასატარებელ მანქანაში, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება

მიღებულ მასას დააყარეთ შაქარი, კარგად აურიეთ და დატოვეთ 2 საათით შაქრის სრულ გადნობამდე.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება

გადაიტანეთ მიღებული მასა გასტერილებულ ქილებში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება

მისი დამატება შეგიძლიათ ჩაიში, მურაბის მაგივრად გამოიყენეთ ცხობის დროს ან ცხელ ამინდში მოამზადეთ მისგან გრილი სასმელი. იცოდეთ, რომ С  ვიტამინი თერმული გადამუშავების დროსაც არ კარგად თავის თვისებებს. თუმცა ყველაზე კარგი იქნება თუ მას მიიღებთ ცოცხალი სახით – დღეში 2-3 ჩ.კ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება
ღვიძლს, მუცელს და გვერდებს ცხიმისგან ამ სასწაულმოქმედი რეცეპტის საშუალებით გაწმენდთ