მდოგვით თმის დაბანა: შამპუნზე ბევრად სასარგებლო ალტერნატივა

მდოგვით თმის დაბანა: შამპუნზე ბევრად სასარგებლო ალტერნატივა

მას შემდეგ რაც დავიწყე ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობის გაცნობა გადავწყვიტე, რომ შეძლებისდაგვარად გადავსულიყავი ბუნებრივი და ნატურალური საშუალებების გამოყენებაზე. დავიწყე სახის ნიღბების, თმის ნიღბების და სხვადასხვა თავის მოვლის საშუალებების დამზადებ. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დავრჩი, თუმცა მინდოდა კიდევ უფრო მეტი ალტერნატიული საშუალებები მომეძიებინა და ერთ-ერთი ასეთი საშუალება აღმოჩნდა მდოგვი.

დაქალმა გამიმხილა, რომ მდოგვი ძალიან კარგია თმისთვის და რომ ის დიდი ხანია იყენებს მას თმის დასაბანად. მდოგვი ნამდვილად ძალიან კარგად მოქმედებს თმის ხარისხზე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია უფრო დეტალურად.

მდოგვით თმის დაბანა: შამპუნზე ბევრად სასარგებლო ალტერნატივა

როგორ დავიბანოთ თავი მდოგვის საშუალებით

მდოგვით თმის დაბანა: შამპუნზე ბევრად სასარგებლო ალტერნატივა

ამ საშუალების მოსამზადებლად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მშრალი მდგოვი. 2 ჩ.კ. მდოგვს დაასხით თბილი წყალი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ დაბალ პროცენტიანი არაჟნის მსგავსი მასა.

დაისველეთ თმები და ნელ-ნელა შეიზილეთ მდოგვის მასა თმის ძირებში. დაიტოვეთ რამოდენიმე წუთი და ამის შემდეგ სველი ხელებით გადაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიტოვეთ 1-2 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ თმის ბოლოები გამომშრალი გაქვთ, მაშინ ჯობია იქ მდოგვი არ წაისვათ.

მდოგვით თმის დაბანა: შამპუნზე ბევრად სასარგებლო ალტერნატივა

რა შედეგი აქვს თმის მდოგვით დაბანას:

1. ხშირი გამოყენებისას საგრძნიბლად იზრდება თმის მოცულობა.

2. თმები დიდხანს რჩება სუფთა მდგომარეობაში.

3. თმა ხდება რბილი, დამყოლი და მბზინვარე.

4. აჩერებს თმის ცვენას და ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას.

მდოგვით თმის დაბანა: შამპუნზე ბევრად სასარგებლო ალტერნატივა

რისი დამატება შეგვიძლია ხელნაკეთ შამპუნში

წყლის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის გული. ის შეიცავს საკმაოდ ბევრ სასარგებლო კომპონენტს. A და E ვიტამინი ხელს უწყიბს თმის დარბილებას და გამოკვებას. ის ასევე კარგად მოქმედებს თავის კანზე. D ვიტამინი ხელს უწყობს თმის ძრდის დაჩქარებას და ასქელებს მას. ცხიმოვანი მჟავები იდეალურია ქერტლის წინააღმდეგ.

თავის კანის მოსავლელად შეგიძლიათ დაუმატოთ ეთერზეთებიც. მაგალითად: ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ილანგ-ილანგის, ჩაის ხის ან პიტნის ეთერზეთი. ცხიმიანობის წინააღმდეგ გამოიყენეთ ლიმონის, ევკალიპტის ან ბარამბოს ეთეზეთი.

მდოგვით თმის დაბანა: შამპუნზე ბევრად სასარგებლო ალტერნატივა

თუ თქვენ ნამდვილად გინდათ თმის გამაგრება, ზრდის დაჩქარება და მოცულობის გაზრდა, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ მდოგვის ”შამპუნის” გამოყენება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
მდოგვით თმის დაბანა: შამპუნზე ბევრად სასარგებლო ალტერნატივა
გულის გამართული მუშაობისთვის სასარგებლო სასმელები