ბალანსირებული კვება გულისხმობს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების სწორ მიღებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის და ცხოვრების აქტიური რიტმის შესანარჩუებლად. თითქმის არავინ ამოწმებს ყოველდღიურად თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და არც აკონტროლებს მიიღო თუ არა საჭირო რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებები დღის განმავლობაში.
ბალანსირებული კვების რაციონი
სამსახური, სტრესი, უძილობა და ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას. სამწუხაროდ საჭირო დროს და ყურადღებას ვერ ვუთმობთ ჩვენი კვების რაციონს, რის გამოც ორგანიზმში ჩნდება ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი. საბოლოოდ ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დღეს ჩვენ გესაუბრებით გავრცელებულ ვიტამინების დეფიციტზე და ასევე გეტყვით, თუ როგორ შეიძლება მათი შევსება პროდუქტების მეშვეობით.
ბალანსირებული კვება ნამდვილი მეცნიერული დარგია. საბედნიეროდ უამრავი არის უამრავი აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიურად საჭირო საკვები ნივთიერებების გამოთვლაში და ასევე შეგახსენებთ წყლის მიღების შესახებ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტარიანელებისთვის, რათა თავი აარიდონ რკინის ნაკლებობას. ნივთიერებების ნაკლებობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულებები მოსდევს ხოლმე.
რკინა
ადამიანი რომელსაც რკინის დეფიციტი აქვს, ძალიან მარტივად ამოსაცნობია. ის იწვევს მუდმივად თავბრუსხვევას, დაღლილობას და კონცენტრაციის უნარის დაკარგვას. რკინა ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას. რკინის დეფიციტი უფრო ხშირად გვხვდება ქალბატონებში. რკინის დეფიციტს შევსებაზე აუცილებლად უნდა იზრუნონ ფეხმძიმე ქალბატონებმა. ეს ეხება ძუძუთი კვების პერიოდსაც. ყველაზე მეტი რკინა არის საქონლის ხორცში და ღვიძლში. თუმცა რკინის დეფიციტის შევსება ასევე შეგიძლიათ ხამანცკების, ტოფუს და სეზამის მეშვეობით.
იოდი
იოდი აუცილებელია ტვინის გამართული მუშაობისთვის და ძვლების სიმაგრისთვის. ის თამაშობს საკმაოდ მნიშვნელოვან როლს მეტაბოლურ პროცესებში. ადამიანის ორგანიზმს იოდის გამომუშავება არ შეუძლია, ამიტომ ის უნდა მივიღოთ ზღვის პროდუქტების სახით. ყველაზე მეტი იოდი არის იოგურტში, ზღვის კომბოსტოში და ვირთევზა.
D ვიტამინი
D ვიტამინის ნაკლებობა განსაკუთრებით იგრძნობა წელიწადის ცივ დროს. ის პასუხს აგებს ფოსფორისა და კალციუმის ათვისებაზე. D ვიტამინის ნაკლებობის საფღთხე ემუქრებათ ადამიანებს, რომლებიც იშვიათად გადიან მზეზე და იშვიათად მიირთმევენ პროდუქტებს ამ ვიტამინის შემადგენლობით. D ვიტამინის შესავსებად უნდა მიირთვათ კვერცხი, ტყის სოკო, მცენარეული რძე და წითელი თევზი.
ვიტამინი B 12
В 12 ვიტამინის ნალებობაზე მიუთითებს სისუსტე, ფერმკრთალი კანი, ქოშინი და ძლიერი დაღლილობის შეგრძნება. В 12 ვიტამინის დეფიციტის შესავსებად მიირთვით ზღვს პროდუქტები: თინუსი, სარდინია, კრევეტები და კიბორჩხალა, ყველი, იოგურტი, ხაჭო და ინდაურის ხორცი.
კალციუმი
კალციუმი აუცილებელია ძვლებისთვის და კბილებისთვის. ის ხელს უწყობს ნერვული სისტემის მუშაობას და ეხმარება სისხლძარღვებს სხეულში სისხლის გადანაწილებაში. კალციუმი ზედმეტი არასდროს არაა, რადგან ის ძვლებში გროვდება და როცა კალციუმის დეფიციტია, სწორედ ძვლებიდან ხდება მისი ათვისება რაც შემდგომში იწვევს პრობლემებს. ასაკის მატებასთან ერთად უფრო რთული ხდება კალციუმის ათვისება. კალციუმის დეფიციტი შესაძლოა მოხდეს ვეგეტარიანელობის გამო, ლაქტოზის აუტანლობის გამო და D ვიტამინის დეფიციტის გამო, რომელიც პასუხს აგებს კალციუმის ათვისებაზე. კალციუმის მიღება შეგიძლიათ რძის პროდუქტებიდან, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულიდან, ნუშიდან და ჩიას მარცვლებიდან.
А ვიტამინი
А ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხედევლობისთვის. ის ასევე მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. А ვიტამინი არეგულირებს შინაგანი ორგანოების მუშაობის პროცესს, განსაკუთრებით გულის, ფილტვების და თირკლმელების. А ვიტამინის დეფიციტის შესავსებად უნდა მიირთვათ ცხიმიანი თევზი, ყველი და ღვიძლი. ასევე მნიშვნელოვანია წითელი, ყვითელი და მწვანე ბოსტნეულის მიღება.
მაგნიუმი
ეს მიკროელემენტი აუცილებელია ძვლებისთვის და ლუგატებისთვის. მისი დეფიციტი გვხვდება უფრო ასაკოვან ადამიანებში და მათში, ვინც არასწორად იკვებება. მაგნიუმის დეფიციტის შესავსებად მიირთვით ჭარხლის ფოთოლი, მარცვლეული, შავი შოკოლადი და ავოკადო.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს კვების რაციონს, რათა თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სწორი კვება და ძილის რეჟიმი თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!